აწსუ ბიზნესის ადმინისტრირების საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტების შემეცნებითი ვიზიტი საქართველოს ეროვნულ ბანკში

მიმდინარე წლის 23 მაისს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უმასპინძლა აწსუ ბიზნესის ადმინისტრირების საგანმანათლებლო პროგრამების 20 სტუდენტს.

ვიზიტი განხორციელდა ცენტრალური ბანკის დაარსებიდან 100 წლის იუბილისდამი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში და ითვალისწინებდა საქართველოს საკასო ცენტრის დათვალიერებას და ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსის, არჩილ იმნაიშვილის მიერ დაგეგმილ საჯარო ლექციაზე დასწრებას.
საჯარო ლექცია ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა. არჩილ იმნაიშვილმა საქართველოს ეკონომიკურ ზრდასა და მის განმსაზღვრელ ფაქტორებზე ისაუბრა. მან სტუდენტებს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის ძირითადი პრინციპები გააცნო, ასევე ყურადღება გაამახვილა მიმდინარე მაკროეკენომიკურ ტენდენციებზე და ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის როლზე ქვეყნის გრძელვადიანი ზრდის ხელშეწყობისთვის.
საკასო ცენტრის წარმომადგენლებმა - ბატონებმა მალხაზ ღუღუნიშვილმა და ალექსანდრე ქოჩიაშვილმა - სტუდენტებს დეტალურად დაათვალიერებინეს და გააცნეს კომერციულ ბანკებში ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების წესი, ლარის ბანკნოტების და მონეტების ვარგისობის განსაზღვრის კრიტერიუმების და მათი მიღება-გამოცვლის წესი და ლარის ბანკნოტებისა და მონეტების განადგურების წესი.
მადლობა საქართველოს ეროვნული ბანკის ადმინისტრაციას და საკასო ცენტრის თანამშრომლებს გულისხმიერების, გულთბილი მიღებისა და სტუდენტებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე საჯარო ლექციისა და მასტერკლასის ჩატარებისთვის.

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.