სოციალური მეცნიერებების საბაკალავრო პრაგრამის სტუდენტების შემეცნებითი ვიზიტი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში

23 მაისს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, სოციალური მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები შემეცნებითი ვიზიტის ფარგლებში ესტუმრნენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, სადაც გაეცნენ საკონსტიტუციო სამართალწარმოების წესებს და განიხილეს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა. სტუდენტები ასევე დაესწრნენ საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის არსებითი განხილვის სხდომას.

მადლობა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ადმინისტრაციას, რომ სოციალური მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს მიეცათ საშუალება გაცნობოდნენ სასამართლოს საქმიანობას და მისი მუშაობის პრინციპებს.

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.