ბიზნესის, სამართლის და სოციალურ მეცნიერებათ აფაკულტეტის სტუდენტების შემეცნებითი ტური შპს „კურორტ საირმეში“

მიმდინარე წლის 21 ივნისს განხორციელდა ბიზნესის, სამართლის და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის 45 სტუდენტის შემცნებითი ვიზიტი შპს „კურორტ საირმეში“.

ღონისძიების ინიციატორები იყვნენ შპს „კურორტ საირმე“ და შპს „თეგეტა მოტორსი“.
ვიზიტის მიზანი იყო სტუდენტებისთვის გაეცნოთ როგორც შპს „კურორტ საირმის“, ისე შპს „თეგეტა მოტორსის“ წარმატების საიდუმლო და აღნიშნულ კომპანიებში ვაკანტური ადგილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ასევე, ორივე ბიზნესის წარმომადგენლებმა სტუდენტებს ჩაუტარეს მასტერკლასი ადამიანური და ფინანსური რესურსების მართვისა კულინარიის ხელოვნების შესახებ.
მადლობა პარტნიორ კომპანიას აქტიური თანამშრომლობისა და ნაყოფიერი მასპინძლობისთვის.

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.