საჯარო ლექცია ბიზნესის, სამართლის და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის „რობოტებისეთიკურიგონიერება - რობოტიზმი“

2019 წლის 26 სექტემბერს ჩატარდა ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ოქსფორდისა და მიუნსტერის უნივერსიტეტების პროფესორის იორგ ჰარდის საჯარო ლექცია თემაზე: "რობოტების ეთიკური გონიერება - რობოტიზმი".

საჯარო ლექციას 100-ზემეტი სტუდენტი ესწრებოდა და დიდი ინტერესი გამოიწვია რობოტების ეთიკურმა გონიერებამ და რობოტიზმის გავლენამ ქვეყნის ეკონომიკაზე.
პროფესორი იორგ ჰარდი 3 წელიწადია პერიოდულად ჩამოდის და ატარებს საჯარო ლექციებს სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე და სტუდენტების დიდი ინტერესით და კმაყოფილებით გამოირჩევა. ამ ეტაპზე, პროფესორი იორგ ჰარდი დათანხმდა ბიზნესის, სამართლის და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინიციატივას მისი მოწვევის შესახებ და გაფორმდა შვიდწლიანი ხელშეკრულება, რომ თავისი წვლილი შეიტანოს როგორც ფაკულტეტის, ისე უნივერსიტეტის კვლევითი პროფილის განვითარებაში.

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.