„როგორ გამდიდრდნენ მდიდარი ქვეყნები... და რატომ რჩებიან ღარიბი ქვეყნები ღარიბებად"

„აწსუ დოქტორანტთა და მაგისტრანტთა ინტერდისციპლინური კლასტერი“-სა და ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით, მ/წლის 8 ნოემბერს, 13:00 საათზე, ახალი საბიბლიოთეკო კორპუსის საკონფერენციო დარბაზში (#22-208), გაიმართება ერიკ ს. რეინერტის წიგნის „როგორ გამდიდრდნენ მდიდარი ქვეყნები... და რატომ რჩებიან ღარიბი ქვეყნები ღარიბებად" ქართული თარგმანის პრეზენტაცია. აღნიშნული წიგნისთვის რეინერტმა 2008 წელს მიიღო პრესტიჟული „მირდალის პრიზი“.

წიგნში გამოვლენილია ის საკვანძო 10 ეკონომიკური და ტექნოლოგიური ძალა, რომელიც ეკონომიკურმა პოლიტიკამ ეკონომიკური განვითარების მიღწევისთვის უნდა მოთოკოს. რეინერტისეული ანალიზის მიხედვით, „განუვითარებლობის განვითარება“ გამოწვეულია წარუმატებლობით ისეთი ეკონომიკური აქტივობების ხელშეწყობასა და სრულყოფაში, რომელიც მოიცავს მასშტაბზე მზარდ უკუგებასა და გაზრდილ ადამიანურ შესაძლებლობებს, ისევე როგორც წარმოების გაზრდილ სიმძლავრეს.
წიგნი ითარგმნა და გამოიცა საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით, ფრიდრიხ ებერტის ფონდისა და NORLA-ს (ნორვეგიული ლიტერატურა საზღვარგარეთ) თანადაფინანსებით.
დასწრება თავისუფალია.

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.