ბიზნესის, სამართლის და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინიციატივა აკადემიური და მოწვეული პერსონალის გადამზადების შესახებ

მიმდინარე წლის 26 ნომბერს ბიზნესის, სამართლის და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის, ქალბატონ ნანა შონიას ინიციატივით და ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ფაკულტეტის ოცდაათი აკადემიური და მოწვეული პერსონალი გადამზადდა „შეფასების თანამედროვე მეთოდებსა და ტესტების შედგენის მეთოდოლოგიაში“.

ტრენინგი ჩაატარა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების ეროვნული ცენტრის ტრენერმა, განათლების ესპერტმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა მაია ბლიაძემ.
ტრენინგი მიმდინარეობდა მთელი დღის განმავლობაში მსმენელების აქტიური ჩართულობით, რომლებმაც ერთხმად აღიარეს, რომ შეფასების არსებული ფორმები, მეთოდები და კრიტერიუმები კიდევ ერთხელ გადაიხედება და გადამუშავდება ტრენერის რეკომენდაციების გათვალისწინებით.

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.