სამართლის დეპარტამენტთან არსებული ქუთაისის იურიდიული კლინიკა

ქუთაისის იურიდიული კლინიკა 2007 წელს ჩამოყალიბდა საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG), აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და ამერიკის იურისტთა ასოციაციის კანონის უზენაესობის პროგრამის საქართველოს ოფისის ფარგლებში.

იურიდიული კლინიკის მეშვეობით ქუთაისის აკ. წერეთლის უნივერსიტეტის სამართლის დეპარტამენტი ხელს უწყობს იურიდიული განათლების განვითარებას და ეხმარება მომავალ პრაქტიკოს იურისტებს კვალიფიციურ კადრებად ჩამოყალიბებაში. იურიდიული კლინიკის პროგრამა წარმოადგენს პრაქტიკულ კურსს, რომლის გავლა შეუძლიათ ბაკალავრიატის მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტებს. კლინიკის ბაზაზე ფუნქციონირებს დებატ-კლუბი, რომელშიაც წლის განმავლობაში შესაბამის უნარ ჩვევებს ეუფლება ბაკალავრიატის 1 კურსის 12 სტუდენტი.
ქუთაისის იურდიიული კლინიკის საქმიანობის ფორმები
• უფასო იურიდიული კონსულტაციები და მოქალაქეების სასამართლოში წარმოდგენა;
• სხვადასხვა საგანმანათლებლო, კვლევითი თუ სამართალშემოქმედებითი პროექტების შემუშავება განხორციელება.
• იმიტირებული სასამართლო პროცესების გამართვა-ორგანიზება.
სამუშაო გრაფიკი - 11:00-17:00 სთ.

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.