ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტების შემეცნებითი ვიზიტი ქართული ზეთისხილის კომპანიაში

2019 წლის 16 ნოემბერს ბიზნესის ადმინისტრირების საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისთვის მოექწყო შემცნებითი ტური სიღნაღის რაიონ სოფელ საქობოში მდებარე ქართული ზეთისხილის კომპანიაში. ვიზიტის მიზანი იყო ზეთისხილის კრეფის პროცესის გაცნობა, ზეთისხილისგან ზეთის წარმოების დათვალიერება და ზოგადად კომპანიის ადამიანური, მატერიალური და ფინანსური რესურსების მართვის პრინციპების გაცნობა. აღნიშნული მიზნის მისაღწევად ინსტრუქტაჟი ჩაუტარეს კომპანიის დამფუძნებლებმა და ხელმძღვანელმა პირებმა, რომლებისგანაც მიიღეს დაწვრილებითი ინფორმაცია კომპანიის პარტნიორების, დისტრიბუციული ქსელისა და პროდუქციის ფასწარმოქმნის შესახებ.

ვიზიტის ფარგლებში სტუდენტები შეხვდნენ კომპანიის უცხოელი სტუმრებს, მათ შორის, თურქეთის ელჩს და მთავრობის წარმომადგენლებს, რომლებმაც უშუალო მონაწილეობა მიიღეს ზეითუნის ზეთის წარმოების პროცესში. ასევე, პრეზენტაციის ფარგლებში მოხდა 2013 წლის ზეთის ხილის ნარგავების კრეფის პროცესზე დაკვირვება და მონაწილეობის მიღება.

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.