სტუდენტთა საუნივერსიტეტთაშორისო კონფერენცია SIUEC – 2019 ცოდნა, კვლევა, განვითარება

2019 წლის 7 დეკემბერს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ეკონომიკის დეპარტამენტთან არსებული „ქართული ეკონომიკური აზრისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების პრობლემების შემსწავლელი სტუდენტთა მუდმივმოქმედი სემინარის“ ფარგლებში სტუდენტთა საუნივერსიტეტთაშორისო კონფერენცია SIUEC - 2019.

კონფერენციის დევიზი იყო: ცოდნა, კვლევა, განვითარება.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტისა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა. წარმოდგენილი იყო 46 ნაშრომი 68 სტუდენტის მიერ და მუშაობა წარიმართა ოთხ სექციაში.
აღსანიშნავია, რომ კონფერენციაში მონაწილე სტუდენტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება და მათი დაინტერესება მაღალია. ასევე, კონფერენციის შეჯამების დროს აღინიშნა, რომ სტუდენტების მიერ წარმოდგენილი იყო საკმაოდ საინტერესო და აქტუალური საკითხები, რომელთა გათვალისწინება ხელს შეუწყობს როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის განვითარებას, კერძოდ: საგადასახადო სისტემისა და საგადასახადო ადმინსიტრირების მდგომარეობა საქართველოში, საპენსიო სისტემის სრულყოფის შესახებ, საქართველოს მოსახლეობის შრომითი მიგრაცია და მისი თავისებურებები, სიღარიბის შემცირების პროგრამების დანერგვის შესახებ, უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების მართვის ფინანსური ასპექტები, ადამიანური რესურსების მენეჯმენტის გლობალური ეკონომიკური ტენდენციები, აგროტურიზმის როლი რეგიონის განვითარებაში და სხვა.
კონფერენციის მსვლელობისას მადლობა გადაუხადეს 3 წლიანი მუშაობისათვის სტუდენტთა მუდმივმოქმედი სემინარის საბჭოსა და კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარეს ეკა ლეჟავას და აირჩიეს ახალი თავმჯდომარე ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტი შორენა შენგელია.
ასევე, საბჭოს წევრებად აირჩიეს როგორც აწსუ-ს ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის (მარიამ კინწურაშვილი, თეონა ბენდელიანი, ნინო ჭანკვეტაძე, თიკო მანჯგალაძე, ნინო ჯალაღონია, ბიძინა კვერნაძე, ლაშა გუმბერიძე, გუგა კაპანაძე, ლევანი გელაშვილი, მარიამ დენოსაშვილი, ეკა ოქროპილაშვილი, ანა გელაძე), ისე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს ინჟინერინგის ფაკულტეტის (ანა გამახარია, ანი ლაბაძე) და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (ლია ანთაძე) სტუდენტები.
კონფერენციის დასასრულს მონაწილეები კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიების ფარგლებში ესტუმრნენ მოწამეთასა და გელათს.

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.