ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და შპს „კანტის აკადემიას“ შორის

მიმდინარე წლის 6 თებერვალს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და შპს „კანტის აკადემიას“ შორის https://kanti.edu.ge/. კანტის აკადემიის მისიაა განათლების სფეროში დასავლური, წამყვანი საგანმანათლებლო ინსტიტუტების გამოცდილების გაზიარება, ინოვაციების დამკვიდრება და ინტეგრირება არაფორმალური განათლების სივრცეში. გრძელვადიან პერიოდში, კანტის აკადემიის მიზანია კვლევისა და ანალიზის საფუძველზე, მოახდინოს არაფორმალურ საგანმანათლებლოს სივრცეში დანერგილი ინოვაციების ინტეგრირება ფორმალურ განათლების სისტემაში.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და „კანტის აკადემიას“ შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მიზანია იმერეთის რეგიონის მოზარდებისთვის ემოციური განათლების დონის ამაღლება და სოციალურ-ემოციური უნარების განვითარება ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ჩართულობით. ასევე, ამავე ფაკულტეტის ცნობადობის ამაღლება კანტის აკადემიის მიერ განხორციელებული სხვადასხვა აქტივობების ფარგლებში.

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.