აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივით ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტი გთავაზობთ ონლაინ საჯარო ლექციას თემაზე: "ახალი კორონა ვირუსის გავლენა მსოფლიო ეკონომიკაზე"

მომხსენებელი მიხეილ უკლება - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, სუამში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი.

მიხეილ უკლება დაიბადა 1953 წლის 15 აპრილს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი 1977 წელს, 1985 წელს საგარეო ვაჭრობის აკადემია (მოსკოვი). მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში, 1998-2001 წლებში წარმოადგენდა სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრს, 2004 წლის მაისიდან 2005 წლამდე იყო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. საქართველოს პარლამენტმა, მიხეილ უკლება, 2004 წლის 21 დეკემბერს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაამტკიცა და ამ თანამდებობას 2005-2008 წლებში იკავებდა. 2008-2012 წლებში საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი იყო ბულგარეთში, ხოლო 2012–2013 წლებშისაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი. 2013-2017 წლები საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი იყო უკრაინაში.

შეხვედრა გაიმართება 24 აპრილს, 12:00 საათზე, ონლაინ პლატფორმა Zoom-ის გამოყენებით.

ამისათვის, გთხოვთ, შეავსოთ აპლიკაცია 

რეგისტრაციის შემდეგ თქვენ დაგჭირდებათ:

1. თქვენს კორპორაციულ მეილზე წვდომა, სადაც მოგივათ Zoom-ში ჩანიშნული შეხვედრის ლინკი.

2. Zoom-ის აპლიკაციის გადმოწერა თქვენს კომპიუტერში ან მობილურში

იხილეთ ლინკი აქ

3.  ყურადღებით ყოფნა, რომ დათქმულ დროს ლინკს გადაყვეთ და შეხვედრას დაესწროთ.

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.