მიმდინარე წლის 24 აპრილს ბიზნესის, სამართლის და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინ საჯარო ლექცია ჩაატარა საქართველოს საგარეო სამინისტროსთან არსებულ დიპლომატიური ინსტიტუტის მკვლევარმა და სხვადასხვა დროს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის, ბულგარეთის და უკრაინის ელჩმა ბატონმა მიხეილ უკლებამ.

ლექცია ეხებოდა "ახალი კორონა ვირუსის გავლენას მსოფლიო ეკონომიკაზე", რომელიც წარიმართა დისტანციური ლექციის ფორმატში სტუდენტების აქტიური ჩართულობით. ბატონი მიხეილი მსმენელებს ესაუბრა კორონა ვირუსის პანდემიით გამოწვეულ მსოფლიოს წინაშე არსებულ გლობალურ საფრთხეზე და მის დაძლევის გზებზე. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს 2019 წლის საგარეო ვაჭრობის შედეგებზე და მიმიდნარე წლის მოსალოდნელ საფრთხეებზე.

მადლობა საქართველოს დიპლომატიურ კორპუსს და ბატონ მიხეილს აქტიური თანამშრომლობისთვის.

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.