ბიზნესის ადმინისტრირების და ეკონომიკის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდნეტებისთვის

ბიზნესის შეფასების მოდელები და ფინანსური ბაზრების ფსიქოლოგია

ანოტაცია: ტრეინინგ კურსი შედგება ორი ძირითადი ნაწილისგან, ბიზნესის შეფასება და ინვესტორის ქცევის სტიმულების განსაზღვრა. სასწავლო კურსი მიზნად ისახავს: ერთის მხრივ, სრულყოს და გააღრმაოს ცოდნა ფინანსური ბაზრების ფუნქციონირების ფსიქოლოგიური ასპექტების და ბიზნესის ღირებულების შეფასების სხვადასხვა მოდელების შესახებ, მეორეს მხრივ, განიხილოს და შეასწავლოს ინვესტორის არარაციონალური ინვესტირების უკან მდგარი მიზეზები, რომელიც გამოწვეულია ადამიანის ფსიქოლოგიური ქცევითი ბუნებით, ასევე სტუდენტს მისცეს მყარი წარმოდგენა როგორც კერძო ისე საჯარო  კომპანიის გასხვისებისას ფასწარმოქმნის პროცესების მთავარი მიზეზების შესახებ.

ტრენინგ კურსით გათვალისიწნებული თემების ათვისების შედეგად სტუდენტი შეძლებს:

  • ეფექტურად გამოიყენოს ფსიქოლოგიური სტიმულების ცოდნა მენეჯერული ფუნქციების შესრულების დროს კომპანიაში ან სხვადასხვა კომერციულ თუ არაკომერციულ დაწესებულებებში
  • გააანალიზოს და განასხვაოს სხვადასხვა ტიპის ფსიქოლოგიური ფენომენები რომელის კონტროლი ხშირ შემთხვევაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია წარმატებული ბიზნეს გარემოს უზრუნველსაყოფად
  • შეიქმნას სწორი წარმოდგენა რეალური ინვესტორის სურვილებსა და რისკების შეფასებასთან დაკავშირებით, რომელიც დაეხმარება მას მომავალში მოლაპარაკებების წარმატებულად წარმოებაში თუ სხვადასხვა ბიზნეს თუ სოციალურ აქტივობებში
  • ეფექტურად შეაფასოს სხვადასხვა ბიზნეს აქტივობები შესაბამისი მოდელების გამოყენებით
  • ადამიანური ფაქტორის გამორიცხვით გაანალიზოს და რიცხვებში ასახოს სხვადასხვა ბიზნესის პოტენციალი და ფასი, რაც დაეხმარება გახდეს წარმატებული ინვესტორი
  • საჭირო შეფასების მოდელების გააზრება სტუდენტს მისცემს შესაძლებლობას შეაფასოს საკუთარი პატარა მეურნეობა. აღნიშნული ცოდნა, ბიზნესის გაფართოების კონტექსტში, დაეხმარება სტუდენტს კრედიტორებთან ან პოტენციურ აქციონერებთან მოლაპარაკების პროცესში ხაზი გაუსვას ბიზნესისთვის რელევანტურ ფაქტორებს იაფი კაპიტალის მოსაძიებლად.

ტრენერები:

ბექა ჩიქოვანი - კოზმინსკის საერთაშორისო უნივერსიტეტის (პოლონეთი) ფინანსების სადოქტორო პროგრამის დოქოტორანტი, ეკონომიკის საერთაშორსიო სკოლის (ISET) მაგისტრი, აწსუ მათემატიკის ბაკალავრი;

მიხეილ ჩიქოვანი - შპსნექსია თი ეი“- აუდიტორი, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორი, აწსუ ფინანსები და კრედიტის მაგისტრი.

კურსის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ჩატარდება:  პარასკევს, 8 მაისს 15 საათზე სპეციალურად შექმნილ Teams-ის ჯგუფში სახელწოდებით:

ტრენინგ-კურსი

ბიზნესის შეფასების მოდელები და ფინანსური ბაზრების ფსიქოლოგია

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.