ბიზნესის, სამართლის და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით და ფაკულტეტის ბიუჯეტის დაფინანსებით, ამავე ფაკულტეტის 11 აკადემიურ და მოწვეულ პერსონალს ჩაუტარდა 6 დღიანი ტრენინგი „ფსიქოლოგიური, ტექნიკური და ინტერაქტიული მეთოდების გამოყენება ონლაინ სწავლებაში”.

ტრენინგი სპიკერები იყვნენე ინოვაციური განათლების ცენტრის ტრენერებ მარიამ დარბაიძე, ირაკლი კიკორია, ნათია გოცაძე, მაკო ჯაოშვილი და თამარ რემიშვილი.
ტრენინგით გათვალისიწნებული იყო შემდეგი საკითხები:
• დღე - ტექნიკური სემინარი. ონლაინ სწავლების პლატფორმები: Microsoft Teams, Google Education, FeedcEdu, Zoom;
• დღე - ონლაინ ლექცია/სემინარების მართვა და სწავლების აქტიური მეთოდები;
• დღე - უკუკავშირის მექანიზმები და ონლაინ შეფასების სისტემები;
• დღე - ტექნიკური სემინარი. ონლიან სწავლების და შეფასების ტექნიკური შესაძლებლობები, სახალისო-შემაცნებითი თამაშები და პლატფორმები;
• დღე - ონლაინ კომუნიკაციის ფსიქოლოგიური ბარიერები და მათი დაძლევის მექანიზმები;
• დღე - თვითშეფასებისა და თვითრეალიზების საშუალებები ახალი გამოწვევის პირობებში.
მსმენელებს გადაეცათ შესაბამისი მასალები და ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი.

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.