სამართლის საბაკალავრო პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტებმა - ნუნუ დანელიამ, სოფიო დგებუაძემ და რამი კვერნაძემ მონაწილეობა მიიღეს და ფინალში 6 საუკეთესო გუნდს შორის აღმოჩნდნენ საქართველოს იუსტიციის სწავლების ცენტრის (TCJ) მიერ ორგანიზებულ პროექტში - "ეროვნული შეჯიბრი საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში". 

პროეტქს ახორციელებს სსიპ საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაცია საქართველოში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტთან და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უწყებათაშორის კომისიასთან თანამშრომლობით.
ნუნუ დანელიას, სოფიო დგებუაძის და რამი კვერნაძის გუნდმა რამოდენი ეტაპი გაიარა წარმატებით და საბოლოოდ საუკეთესო ექვს გუნდს შორის მოვხვდნენ ფინალში.
ბიზნესის, სამართლის და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ადმინისტრაცია და სამართლის დეპარტამენტი ულოცავს
ნუნუ დანელიას, სოფიო დგებუაძეს და რამი კვერნაძეს
მიღწეულ წარმატებას და უსურვებს ფინალში გამარჯვებას!!!

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.