აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმიტირებული სასამართლო პროცესებში სტუდენტთა გამარჯვების ტრადიცია გრძლედება

აწსუ–ს სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის წარჩინებული სტუდენტები ყოველწლიურად ღებულობენ მონაწილეობას საქართველოს მასშტაბით ჩატარებულ იმიტირებულ სასამართლო პროცესებში სამართლის სხვადასხვა დარგში და ყოველწლიურად წარმატებებს აღწევენ. მიმდინარე სასწავლო წელს საქართველოს სამართლის ინსტიტუტის მიერ დაგეგმილ „ადამიანის უფლებათა სამართალის“ იმიტირებულ სასამართლო პროცესში სხვა უნივერსიტეტებთან ერთად აწსუ–ს სამართლის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტების ორი გუნდი მონაწილეობდა და ორივე გუნდი გავიდა ფინალში:

I. გუნდი „RNSA“ - მონაწილეები: ნუნუ დანელია, რამი კვერნაძე, ანა ზარნაძე და სოფიო დგებუაძე (მწვრთნელი - გელა სიორდია)
II. გუნდი „აია“ - მონაწილეები: ნინო მატარაძე, მარიამ ამბროლაძე, მარიამ რევიშვილი და მალხაზ ქორიძე (მწვრთნელი - თამარ ჭარბაძე)
შეჯიბრი დასრულდა 31 იანვარს და გამარჯვებული გახდა გუნდი „RNSA“ - ნუნუ დანელია, რამი კვერნაძე, ანა ზარნაძე და სოფიო დგებუაძე.
საუკეთესო მომხსენებელი გახდა - სამართლის IV კურსის სტუდენტი სოფიო დგებუაძე !
უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის ადმინისტრაცია მადლობას უხდის შეჯიბრში მონაწილე ორივე გუნდის წევრებს და მათ მწვრთნელებს ქალბატონ თამარ ჭარბაძეს და ბატონ გელა სიორდიას გაწეული სამუშაოსთვის!
უნივერსიტეტის და ფაკულტეტის ადმინისტრაციისთვის ორივე გუნდის მონაწილეები არიან გამარჯვებულები და ორივე გუნდის წევრებით ამაყობენ.
მადლობას ვუხდით საქართველოს სამართლის ინსტიტუტს, რომელმაც პარტნიორობის ასე მოკლე დროში და პანდემიის პირობებში შეძლო სტუდენტებისთვის მიეცა შესაძლებლობა თავიანთი ცოდნა გამოემჟღავნებინათ და უფრო მეტი თეორიული და პრაქტიკული უნარები შეეძინათ.

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.

eşya depolama istanbul eşya depolama