აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინიციატივით 2021 წლის 20 აპრილს ქუთაისის ბავშვთა სოფლის აღსაზრდელებს ჩაუტარდათ ტრენინგი თემაზე „ფულის მართვა“

ტრენინგის მიზანი იყო ბავშვთა სოფლის სხვადასხვა ასაკის ბენეფიციარებისთვის ფინანსური განათლების შესახებ ცნობიერების ამაღლება, ფულის დახარჯვის და დაზოგვის შესახებ ეთიკის ჩამოყალიბება, საკუთარი ბიუჯეტის ფორმირება-განაწილება და ა.შ.

ტრენინგის თემატიკა დაფუძნებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 2016 წლის ბოლოს დამტკიცებულ „საქრათველოს ფინანსური განათლების ეროვნულ სტრატეგიას“, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მოსახლეობის და, მათ შორის, არასრულწლოვნების, ფინანსური განათლების დონის ამაღლებას, რაც საბოლოო ჯამში მისი ფინანსური კეთილდღეობის გაუმჯობესებისა და მომხმარებლების უფლებების დაცვის წინაპირობა გახდება.
ტრენინგი წარიმართა ინტერაქტიულ რეჟიმში, მსმენელები აქტიურად ჩაერთვნენ როგორც გუნდური, ისე საკუთარი ბიუჯეტის ფორმირების საკითხებში.
ტრენინგს ესწრებოდა სხვადასხვა ასაკის 18 ბენეფიციარი.
ტრენინგი ჩაატარა ეკონომიკის დეპარტამენტის მოწვეულმა მასწავლებელმა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს იმერეთის წარმომადგენელმა ეკა ლეჟავამ.
ტრენინგი ჩატარდა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმით გათვალისწინებული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში.

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.

eşya depolama istanbul eşya depolama