სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია თანამედროვე განვითარების ეკონომიკური, სამართლებრივი და სოციალური პრობლემები სტუდენტური ხედვა 2021

2021 წლის 11 ივნისს ბიზნესის, სამართლის და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტმა ჩაატარა სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია - „თანამედროვე განვითარების ეკონომიკური, სამართლებრივი და სოციალური პრობლემები - სტუდენტური ხედვა“.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო 58 სტუდენტმა, აქედან 12 სტუდენტი იყო საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან:
1. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
2. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
3. გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი;
4. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო 55 სტატია და იმუშავა ოთხმა სექციამ:
1. თანამედროვე სოციალური ურთიერთობები;
2. სამართალგანვითარების თანამედროვე თეორიული და პრაქტიკული ასპექტები;
3. თანამედროვე ეკონომიკური ურთიერთობები;
4. ბიზნესის ფინანსური უზრუნველყოფისა და მართვის აქტუალური საკითხები
კონფერენცია გახსნა ბიზნესის, სამართლის და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორ ნანა შონიამ, რომელმაც განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა მეგობარი უნივერსიტეტის სტუდენტებს და მათ ხელმძღვანელებს კონფერენციაში მონაწილეობისთვის. ასევე, კონფერენციაში მონაწილე პირველი კურსის სტუდენტებს მოუწონა მეცნიერებისადმი ინტერესის გამოჩენა და ყველა მონაწილეს უსურვა წარმატებული მუშაობა.
კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი როლანდ კოპალიანი და პრორექტორი, ასოცირებული პროფესორი შალვა კირთაძე, რომლებმაც სტუდენტებს მიულოცეს სტუდენტთა 31-ე კონფერენციაში მონაწილეობის მიღება და მადლობა გადაუხადეს ყველა მონაწილეს როგორც ქვეყნის, ისე რეგიონის მასშტაბით არსებული აქტუალური საკითხების შესწავლისა და საკუთარი ხედვის წარმოჩენისთვის.
პლენარულ სხდომაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტის ნანა გულიკაშვილის მოხსენება - „ციფრული ბირჟები, საგადახდო სისტემები და მათი გამოყენების გზები“ (ხელმძღვანელი, ასოც.პროფესორი ვალერი მოსიაშვილი) და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის პროგრამის მაგისტრანტების ნინო მატარაძის და მარიამ სანებლიძის მოხსენება - „პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული გამოწვევები პანდემიის პირობებში“ (ხელმძღვანელი, სამართლის დეპარტამანეტის მოწვეული პროფესორი თამარ ჭარბაძე).
სექციური მუშაობის დროს გამოვლინდა საუკეთესო ნაშრომების ის ავტორები, რომლებიც გამოირჩეოდნენ კვლევის უნარებით და პრეზენტაბელურობის მაღალი დონით - თეონა ბენდელიანი, ლაშა გუმბერიძე, ილიკო გოგოლაძე, მარიამ დენოსაშვილი, ნათია სახელაშვილი, გიორგი ჭითანავა, ნანუკა ჯიმშელეიშვილი, გიორგი ურთმელიძე, ნაზი ერაძე, მარიამ შენგელია, ბექა ბჟალავა, საბა ხუჯაძე.

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.