ბიზნესის, სამართლის და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი აწსუ სახელოვნებო კვირეულზე

მიმდინარე წლის 31 მაისს, აწსუ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ცენტრის ორგანიზებით გამართულ სახელოვნებო კვირეულის დახურვაზე, ბიზნესის, სამართლის და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტმა წარმოადგინა სამეგრელოს რეგიონი. ღონისძიების უფრო საინტერესოდ წარმოჩენისა და ფაკულტეტზე არსებული საგანმანათლებლო პროგრამებზე ცნობიერების ამაღლების მიზნით, ფაკულტეტის ხარისხის სამსახურის უფროსის, ქ-ნი ნანა შონიას ინიციატივით ღონისძიებაში ჩაერთვნენ წალენჯიხის რაიონ სოფელ ლიას N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები.
ღონისძიების დაწყებამდე მოსწავლეებს ჩაუტარდათ მასტერკლასი სასწავლო პროცესის, სტუდენტური სერვისებისა და სპორტულ-კულტურული ღონისძიებების შესახებ.
ასევე, დაათვალიერეს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო აუდიტორიები, ბანკ-ნოტის ლაბორატორია, იურიდიული კლინიკა, ჟურნალისტიკის ლაბორატორია, ფიზიოლოგიის მუზეუმი, სამკითხველო დარბაზები, უნივერსიტეტთან არსებული fablab-ი და სხვა.
სტუმრებმა სახელოვნებო კვირეულის დახურვაზე წარმოაჩინეს სამეგრელოს კულტურულ-შემოქმედებითი მხარე.
სკოლის მოსწავლეები საკმაოდ დიდი ინტერესით გამოირჩეოდნენ უნივერსიტეტის მიერ შეთავაზებული სერვისების მიმართ.