სტუდენტთა I საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - ბიზნესის განვითარების ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი პრობლემების რეგიონული ასპექტები

ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით, მ/ წლის 18-19 მაისს, გაიმართა სტუდენტთა I საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - ბიზნესის განვითარების ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი პრობლემების რეგიონული ასპექტები.

კონფერენციამ საკმაოდ მასშტაბური ხასიათი მიიღო და მასში ჩაერთვნენ, როგორც საქართველოს, ასევე საზღვარგარეთის უნივერსიტეტის სტუდენტები. უნდა აღინიშნოს, რომ კონფერენციის მეორე დღე წარიმართა შპს „კურორტ საირმეში“, სადაც კონფერენციის მონაწილეები დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებით და სხვა პრიზებით.
სამეცნიერო კომიტეტის მიერ შერჩეული ნაშრომები გამოქვეყნდება სამეცნიერო ჟურნალის სახით.

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.