აწსუ ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტის წარმატებ

„აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი ბექა ძოწენიძე სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის CSI სტიპენდიანტი გახდა. 2015 წ. მიღების სამართლის საბაკალავრო პროგრამის 2018-2019 სასწ. წლის გაზაფხულის სემესტრის სტუდენტმა სტიპენდიის მიღებამდე ონლაინ სასწავლო პლატფორმა (www.e-learning.ge) საჯარო პოლიტიკის ანალიზის სასწავლო კურსი გაიარა და სამოქალაქო საზოგადოების კონკურსში შემდეგ ჩაერთო. იგი, ევროკავშირის პროექტის ფარგლებში, 6 თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლის „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტში - CSI“.

"ოლიმპიადა აბიტურიენტებისათვის" რეგისტრაციის ვადები გახანგრძლივდა

აბიტურიენტთათვის მათემატიკაში ოლიმპიადის სარეგისტრაციო და ტესტირების ვადის გახანგრძლივების შესახებ
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, მათემატიკური უნარებით გამორჩეული აბიტურიენტებისათვის ატარებს აბიტურიენტთა ოლიმპიადას „სტიპენდია I სემესტრიდან“.
ოლიმპიადაში გამარჯვებულ პირველ 10 აბიტურიენტს, რომელთაც აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა პირველად ექნებათ დაფიქსირებული ჩამონათვალში (მიუხედავად ეროვნულ გამოცდებზე დაგროვილი ქულებისა), დაენიშნებათ საფაკულტეტო სტიპენდია თვეში 100 ლარის ოდენობით პირველივე სემესტრში და გაუგრძელდებათ სხვა სემესტრში დებულების შესაბამისად.
გამარჯვებული მოსწავლის სკოლა და საგნის მასწავლებელი დაჯილდოვდებიან აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო სიგელებით.
კონკურსში მონაწილეობა უფასოა!
საკონკურსო დავალებები სრულად შეესაბამება სასკოლო პროგრამასა და ერთიანი ეროვნული საგამოცდო დავალებების ანალოგიურია.
მონაწილეობის პირობები:
ოლიმპიადაში მონაწილეობის უფლება აქვთ მეთერთმეტე (კონკურსგარეშე) და მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს;
ოლიმპიადაში მონაწილეები უნდა დარეგისტრირდნენ ელექტრონული წესით - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდზე www.atsu.edu.ge
ოლიმპიადაზე გამოცხადებისას აუცილებელია პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.
რეგისტრაციის ვადები:
2019 წლის 15 თებერვლიდან 10 მაისამდე;
ოლიმპიადა ჩატარდება ორ ეტაპად :
I ეტაპი ჩატარდება 2019 წლის 11 მაისს 13 სთ. (რეგისტრაცია იწარმოებს 12 სთ-დან);
II ეტაპი ჩატარდება 2019 წლის 18 მაისს 13 სთ. (რეგისტრაცია იწარმოებს 12 სთ-დან);
ოლიმპიადის ჩატარების ადგილი – ქ. ქუთაისი, თამარ მეფის 59, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსი.
ოლიმპიადის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდზე www.atsu.edu.ge
საკონტაქტო პირი: ეკა ლეჟავა; ტელ: 591-05-95-06 ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
რეგისტრაციის ბმული
იხილეთ თანდართული ფაილი

სოციალური მეცნიერებების საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისთვის ვორქშოფი “საზოგადოებრივი მშვიდობის მშენებლობა და კონფლიქტის ტრანსფორმაცია”

მიმდინარე წლის 16 მარტს 11 – 15 სთ ბიზნესის, სამართლის და სოციალურ მეცნიერებათ ფაკულტეტის სოციალური მეცნიერებების საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისთვის იმართება ვორქშოფი თემაზე: „საზოგადოებრივი მშვიდობის მშენებლობა და კონფლიქტის ტრანსფორმაცია”.
ვორქშოფს წარუძღვება - ნათია ჭანკვეტაძე, მანჩესტერის უნივერსიტეტის მაგისტრი მშვიდობისა და კონფლიქტების კვლევების მიმართულებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი.
ვორქშოფის მონაწილეები უზრუნველყოფილი იქნებიან კვებით და საკანცელარიო ნივთებით, რომელსაც აფინანსებს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი https://ge.boell.org/ka
ადგილმდებარეობა: აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბიბლიოთეკის ახალი კორპუსი, აუდიტორია 2208.

კონკურსის საბოლოო შედეგების შესახებ დადგენილება

აწსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს 2018 წლის 26 ივნისის №193 დადგენილების მე-11 მუხლის მოთხოვნის და აწსუ-ს რექტორის #01-04/5 (14.01.2019) ბრძანების საფუძველზე გამოცხადდებული კონკურსის საბოლოო შედეგების შესახებ დადგენილება (იხ. „მიბმული ფაილი“)

ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი აცხადებს შიდასაფაკულტეტო საგრანტო კონკურსს

ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი აცხადებს შიდასაფაკულტეტო საგრანტო კონკურსს. საკონკურსო დოკუმენტაციის მიღება დაიწყება 2019 წლის 11 თებერვლიდან 18 თებერვლის ჩათვლით. საპროექტო განაცხადი უნდა ჩაბარდეს, როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული სახით.

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.