ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი აცხადებს შიდასაფაკულტეტო საგრანტო კონკურსს

ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი აცხადებს შიდასაფაკულტეტო საგრანტო კონკურსს. საკონკურსო დოკუმენტაციის მიღება დაიწყება 2019 წლის 11 თებერვლიდან 18 თებერვლის ჩათვლით. საპროექტო განაცხადი უნდა ჩაბარდეს, როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული სახით.

საჯარო ლექცია თემაზე - „ოჯახში ძალადობისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების აქტუალური საკითხები”

მიმდინარე წლის 11 იანვარს 12 საათზე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალ საბიბლიოთეკო კორპუსში (#22-208 აუდიტორია) სამართლის დეპარტამენტის ინიციატივით დაგეგმილია საჯარო ლექცია თემაზე - „ოჯახში ძალადობისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების აქტუალური საკითხები”.
ლექციას წაიკითხავენ:
ლონდა თოლორაია - შსს-ოს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორი;
ლადო ჯავახიშვილი - იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი;
ნინო ტყეშელაშვილი - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სარეაბილიტაციო პროგრამების სამმართველოს უფროსი.

საჯარო ლექციები

13 და 14 დეკემბერს, ტარდება მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც ეხება პროექტის - „სოციალური, სამართლის, ფილოსოფიისა და კულტურის მეცნიერებათა განვითარების ხელშეწყობა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში“ - განხორციელებას. ამ ღონისძიებაში მონაწილეობას ღებულობენ სტუმრები გერმანიიდან და ქ. თბილისიდან.
#1118 აუდიტორიაში  გამართავენ საჯარო შეხვედრებს და წაიკითხავენ ლექციებს თემაზე:
1. 13 დეკემბერს, 13:00 საათზე, ლექციას წაიკითხავს საჯარო ლექციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი, გიორგი ბერიაშვილი - „პლატონის გამოქვაბულის მითის მნიშვნელობა პოლიტიკურის გაგებისთვის“.
2. 13 დეკემბერს, 15:00 საათზე, პროფესორი მამუკა ბერიაშვილი გააკეთებს დოქტორანთა კლასტერის პრეზენტაციას.
3. 14 დეკემბერს, 16:00 საათზე, ბონის უნივერსიტეტის სამართლის ფილოსოფიის პროფესორი თეო კობუში წაიკითხავს საჯარო ლექციას - „სამართლის ფილოსოფია სამუელ პოფენდორფთან“ (ლექცია გაიმართება გერმანულ ენაზე თანმიმდევრული ქართული თარგმანით).

სამეცნიერო კონფერენცია სტუდენტთა მონაწილეობით

მიმდინარე წლის 21 დეკემბერს უნივერსიტეტში ჩატარდა შიდა საფაკულტეტო საგრანტო კონკურსის შედეგად გამარჯვებული პროექტის - „საარჩევნო მარკეტინგისა და პოლიტიკური რეკლამის როლი აწსუს-ს სტუდენტთა სწავლებისა და პოლიტიკური მსოფლმხედველობის ფორმირებაში“ (ხელმძღვანელი ასოც. პროფესორი ა. ბუცხრიკიძე. საიდენტიფიკაციო კოდი ATSU2BG2/02-18) ფარგლებში სამეცნიერო კონფერენცია სტუდენტთა მონაწილეობით.

სტუდენტთა I საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია

2018 წლის 18-19 მაისს (19 მაისს ღონისძიება ტარდება სპონსორ ორგანიზაცია შპს. "კურორტ საირმე"-ში)  აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება სტუდენტთა პირველი საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია "ბიზნესის განვითარების ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი პრობლემების რეგიონული ასპექტები".

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილში.

მსურველებს ვთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე.

შრომების კრებული - ბიზნესის განვითარების ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი პრობლემების რეგიონული ასპექტები (სტუდენტური ხედვა)

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.