ონლაინ საჯარო ლექცია ახალი კორონა ვირუსის გავლენა მსოფლიო ეკონომიკაზე

მიმდინარე წლის 24 აპრილს ბიზნესის, სამართლის და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინ საჯარო ლექცია ჩაატარა საქართველოს საგარეო სამინისტროსთან არსებულ დიპლომატიური ინსტიტუტის მკვლევარმა და სხვადასხვა დროს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის, ბულგარეთის და უკრაინის ელჩმა ბატონმა მიხეილ უკლებამ.

ონლაინ საჯარო ლექცია თემაზე: "ახალი კორონა ვირუსის გავლენა მსოფლიო ეკონომიკაზე"

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივით ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტი გთავაზობთ ონლაინ საჯარო ლექციას თემაზე: "ახალი კორონა ვირუსის გავლენა მსოფლიო ეკონომიკაზე"

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და შპს „კანტის აკადემიას“ შორის

მიმდინარე წლის 6 თებერვალს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და შპს „კანტის აკადემიას“ შორის https://kanti.edu.ge/. კანტის აკადემიის მისიაა განათლების სფეროში დასავლური, წამყვანი საგანმანათლებლო ინსტიტუტების გამოცდილების გაზიარება, ინოვაციების დამკვიდრება და ინტეგრირება არაფორმალური განათლების სივრცეში. გრძელვადიან პერიოდში, კანტის აკადემიის მიზანია კვლევისა და ანალიზის საფუძველზე, მოახდინოს არაფორმალურ საგანმანათლებლოს სივრცეში დანერგილი ინოვაციების ინტეგრირება ფორმალურ განათლების სისტემაში.

აბიტურიენტთათვის „სტიპენდია I სემესტრიდან“

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი მათემატიკური უნარებით გამორჩეული აბიტურიენტებისათვის ატარებს ოლიმპიადას „სტიპენდია I სემესტრიდან“.

აკადემიური და მოწვეული პერსონალის გადამზადების შესახებ

ბიზნესის, სამართლსი და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი სტრატეგიის (ელექტრონული სწვალების ფორმების და მეთოდების გააქტიურება) საფუძველზე, 2020 წლის 16 იანვარს ეკონომიკის დეპარტამენტის აკადემიურ და მოწვეულ პერსონალს ჩაუტარდა ტრენინგი Moodle-ის სისტემის მუშაობის და გამოყენების პრინციპებთან დაკავშირებით.
ტრენინგს უძღვებოდა აწსუ ელექტრონული სწავლების კოორდინატორი ნოდარ ცაგარეიშვილი.

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.

eşya depolama istanbul eşya depolama