სტუდენტთა საუნივერსიტეტთაშორისო კონფერენცია SIUEC – 2019 ცოდნა, კვლევა, განვითარება

2019 წლის 7 დეკემბერს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ეკონომიკის დეპარტამენტთან არსებული „ქართული ეკონომიკური აზრისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების პრობლემების შემსწავლელი სტუდენტთა მუდმივმოქმედი სემინარის“ ფარგლებში სტუდენტთა საუნივერსიტეტთაშორისო კონფერენცია SIUEC - 2019.

საერთაშორსიო ურთიერთობების და ჟურნალისტიკის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტების ვიზიტი საგარეო საქმეთა სამინისტროში

მიმდინარე წლის 13 დეკემებრეს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ნანა შონიას და მოწვეული ლექტორი ჭაბუკი ჭეიშვილის ინიციატივით განხორციელდა შემეცნებიტი ვიზიტი ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტში.

ბიზნესის, სამართლის და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის გამოცხადებული მიერ შიდასაგრანტო კონკურსის საბოლოო შედეგები

ბიზნესის, სამართლის და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ მიმდინარე წლის ოქტომბერში (აწსუ-ს რექტორის ბრძანება №01-04/81, 24.10.2019) გამოცხადებული შიდასაგრანტო კონკურსის საბოლოო შედეგებით გამარჯვებულად გამოვლინდა - „შრომითი რესურსის რეაბილიტაციის, პოპულაციის, ჯანმრთელობასა და პაციენტთა განათლებაზე ზრუნვის სტრატეგიის მართვის სამეცნიერო-კვლევითი კლასტერის დაფუძნებისთვის“ მოსამზადებელი პროექტი (ხელმძღვანელი: პროფ. გიორგი ღავთაძე).

იხილეთ ფაილი

სტუდენტთა საუნივერსიტეტთაშორისო კონფერენცია - „SIUEC 2019“

2019 წლის 7 დეკემბერს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ეკონომიკის დეპარტამენტთან არსებული „ქართული ეკონომიკური აზრისა და საქართველოს ეკონომიკური განვითრების პრობლემების შემსწავლელი სტუდენტთა მუდმივმოქმედი სემინარის“ ფარგლებში ჩატარდება სტუდენტთა საუნივერსიტეტთაშორისო კონფერენცია - „SIUEC 2019“. 

(პროგრამა იხილეთ ბმულზე).

ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტების შემეცნებითი ვიზიტი ქართული ზეთისხილის კომპანიაში

2019 წლის 16 ნოემბერს ბიზნესის ადმინისტრირების საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისთვის მოექწყო შემცნებითი ტური სიღნაღის რაიონ სოფელ საქობოში მდებარე ქართული ზეთისხილის კომპანიაში. ვიზიტის მიზანი იყო ზეთისხილის კრეფის პროცესის გაცნობა, ზეთისხილისგან ზეთის წარმოების დათვალიერება და ზოგადად კომპანიის ადამიანური, მატერიალური და ფინანსური რესურსების მართვის პრინციპების გაცნობა. აღნიშნული მიზნის მისაღწევად ინსტრუქტაჟი ჩაუტარეს კომპანიის დამფუძნებლებმა და ხელმძღვანელმა პირებმა, რომლებისგანაც მიიღეს დაწვრილებითი ინფორმაცია კომპანიის პარტნიორების, დისტრიბუციული ქსელისა და პროდუქციის ფასწარმოქმნის შესახებ.

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.

eşya depolama istanbul eşya depolama