ბიზნესის ადმინისტრირების და ეკონომიკის სამაგისტრო და სადოქოტორო პროგრამის სტუდენტების შეხვედრა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველ დირექტორთან

20 მაისს აწსუ ბიზნესის ადმინისტრირების და ეკონომიკის სამაგისტრო და სადოქოტორო პროგრამის სტუდენტები დაესწრნენ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის, კრისტინ ლაგარდის პირველ ვიზიტს საქართველოში. შეხვედრა შედგა სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში და კრისტინ ლაგარდმა სტუდენტებთან ინკლიუზიურ ზრდაზე ისაუბრა. მან დადებითად შეაფასა ქვეყნის საფინანსო სექტორში განხორციელებული რეფორმები და სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.

ბიზნესის, სამართლის და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტების შემეცნებითი ტური რაჭაში

მიმდინარე წლის 17 მაისს განხორციელდა შემეცნებითი ტური "ბიზნესის ადმინისტრირების" და "ეკონომიკის" საგანამანათლებლო პროგრამის კონფერენციაში მონაწილე სტუდენტებისთვის.

ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტის წარმატება

ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტმა შალვა დოლაბერიძემ ERASMUS+ პროექტის ფარგლებში მოიპოვა სრული დაფინანსება და სტიპენდია ერთი სემესტრის ვადით.

სამართლის სპეციალობის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტების წარმატება

სამართლის სპეციალობის პირველი კურსის სტუდენტმა მარიამ შენგელიამ და მესამე კურსის სტუდენტმა ნორა თავბერიძემ ERASMUS+ პროექტის ფარგლებში მოიპოვეს სრული დაფინანსება და სტიპენდია ერთი სემესტრის ვადით 2019-2020 აკადემიური წლისათვის გამოცხადებულ სასტიპენდიო პროგრამაზე სამართლის მიმართულებით ვერსალის უნივერსიტეტის (საფრანგეთი) სამართლისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე.

აწსუ ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულის წარმატება

თამთა ფუთურიძემ 2017 წელს წარჩინებით დაამთავრა ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა, სტუდენტობის პერიოდში იყო როგორც სახელმწიფო, ისე ფაკულტეტის მიერ ჩატარებული აბიტურიენტთათვის მათემატიკის კონკურსის გამარჯვებული სტიპენდიანტი. ყოველწლიურად მონაწილეობდა სხვადასხვა სახის შემეცნებით პროექტებში, მათ შორის, ესტონეთის დაფინანსებით განხორციელებულ "ბიზნეს-იდეის" კონკურსში, სადაც გაიმარჯვა და ესტონეთში იმყოფებოდა ტრენინგებზე. გარდა აღნიშნულისა, აქტიურად იყო ჩართული ფაკულტეტის მმართველობით საქმიანობაში, როგორც "ტუტორი".

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.