2022 წლის 18-20 ივლისს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში (აწსუ) გამართული  ევროკავშირის ERASMUS+-ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის ,,უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარებაში“ RURD შემაჯამებელი შეხვედრის ფარგლებში, მოკლე საინფორმაციო სესია მიეძღვნა საერთაშორისო პროექტებს, მათ შორის ერასმუს+ ინსტიტუციური განვითარების პროექტებს SQAURE,  HEIn4, CISI and DITECH, რომლებსაც აწსუ ახორციელებს.

ერაზმუს+ პროექტის "უმაღლესი განათლების დაწესებულებების როლის გაძლიერება სამრეწველო ტრანსფორმაციაში ინდუსტრია 4.0 პარადიგმის მიმართულებით საქართველოსა და უკრაინაში"  ფარგლებში 2022 წლის 19-21 ივლისს ჩატარდა მოკლე კურსი მეწარმეებისათვის.

2022 წლის 14-16 მარტს ვიტაუტას მაგნუს უნივერსიტეტმა (კაუნასი, ლიტვა), როგორც ევროკავშირის ERASMUS+ -ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის ,,უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარებაში“ (ROLE OF UNIVERSITIES IN THE REGIONAL DEVELOPMENT - RURD) მონაწილე უნივერსიტეტებმა პროექტის  შეხვედრას უმასპინძლა.

შეხვედრაზე რეგიონალური უნივერსიტეტების წამომადგენლებმა შეაჯამეს პროექტის განვლილი ეტაპის აქტივოვები, წარადგინეს შესაბამისი ანგარიშები, საბოლოო გადაწყვეტილელებები უნივერსიტეტების LLL კურსების შესახებ და დაგეგმეს სამომავლო აქტივობები.

2022 წლის 16 ივლისს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის Erasmus+ ინსტიტუციური განვითარების პროექტის DITECH-ის (Developing and Implementing Technology-Enhanced Teaching and Learning at Georgian HEIs) მონაწილეებმა და ტრენერებმა გასვლითი შეხვედრის ფარგლებში სკოლის პედაგოგებისათვის ჩაატარეს ტრენინგი თემაზე სწავლების უნივერსალური დიზაინი და ინივაციური მიდგომები.

2021 წლის 9 დეკემბერს Erasmus+ ინსტიტუციური განვითარების პროექტის „ტექნოლოგიებით გაძლიერებული სწავლება და სწავლა საქართველოს უსდ-ებში“ (DITECH) ფარგლებში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალს ჩაუტარდა მორიგი ტრენინგი “გამოწვევები ელექტრონულ სწავლებაში - სწავლა ინოვაციური მედია-საშუალებებით“.