ტრენინგი აკადემიური წერის მასწავლებლებისთვის

2018 წლის 11 ნოემბერს Erasmus+ ინსტიტუციური განვითარების პროექტის „აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისთვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (INTEGRITY)“ ფარგლებში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა ტრენინგი აკადემიური წერის მასწავლებლებისთვის.
ტრენინგის შინაარსობრივი ნაწილი მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა წერის კომპონენტის სწავლება და უკუკავშირის მიწოდება. შეხვედრებზე თანაბარი დრო დაეთმო უკუკავშირის მიწოდების, მის თეორიულ ნაწილს, ასევე moodle-სა და ანტიპლაგიატის პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენების პრაქტიკულ საკითხებს.
ევროკავშირის მიერ ერასმუს პლუსის ინსტიტუციური განვითარების 2017 წლის საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინასებული პროექტის ‘INTEGRITY’(კოორდინატორი- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) მთავარი მიზანია საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა-სწავლებისა და შეფასების ხარისხის განვითარება აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით. პროექტი მიზნად ისახავს ისეთი პოლიტიკისა და მექანიზმების შემუშავებას, რომლებიც ხელს შეუწყობს პლაგიატის შემთხვევების გამოვლენას, პრევენციასა და აღმოფხვრას ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.