სამუშაო შეხვედრა აკადემიური წერის მასწავლებლებთან

2019 წლის 12 თებერვალს Erasmus+ ინსტიტუციური განვითარების პროექტის „აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისთვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (INTEGRITY)“ ფარგლებში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა სამუშაო შეხვედრა აკადემიური წერის მასწავლებლებთან.
შეხვედრაზე განიხილეს აკადემიური წერის კურსის ფარგლებში აკადემიური კეთილსინდისიერებისა და ანტიპლაგიატის საკითხები, ასევე  შეაჯამეს და შეაფასეს moodle-სა და ანტიპლაგიატის პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენების შედეგები.
ევროკავშირის მიერ ერასმუს პლუსის ინსტიტუციური განვითარების 2017 წლის საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინასებული პროექტის ‘INTEGRITY’ მთავარი მიზანია საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა-სწავლებისა და შეფასების ხარისხის განვითარება აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით. პროექტი მიზნად ისახავს ისეთი პოლიტიკისა და მექანიზმების შემუშავებას, რომლებიც ხელს შეუწყობს პლაგიატის შემთხვევების გამოვლენას, პრევენციასა და აღმოფხვრას ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.