სამუშაო შეხვედრები სამეცნიერო ნაშრომების ხელმძღვანელებთან

2019 წლის მარტსა და აპრილში Erasmus+ ინსტიტუციური განვითარების პროექტის „აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისთვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (INTEGRITY)“ ფარგლებში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სამუშაო შეხვედრების სერია სამეცნიერო ნაშრომების ხელმძღვანელებთან.
შეხვედრებზე განიხილეს და დაგეგმეს მაგისტრატურის სტუდენტების სამეცნიერო ნაშრომების moodle-სა და ანტიპლაგიატის პროგრამული უზრუნველყოფის Turnitin-ის გამოყენების წესები და გრაფიკი.
ევროკავშირის მიერ ერაზმუს+ ინსტიტუციური განვითარების 2017 წლის საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინასებული პროექტის ‘INTEGRITY’ მთავარი მიზანია საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა-სწავლებისა და შეფასების ხარისხის განვითარება აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით. პროექტი მიზნად ისახავს ისეთი პოლიტიკისა და მექანიზმების შემუშავებას, რომლებიც ხელს შეუწყობს პლაგიატის შემთხვევების გამოვლენას, პრევენციასა და აღმოფხვრას ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.