2021 წლის 4-5 მარტს Erasmus+ ინსტიტუციური განვითარების პროექტის „რეგიონალური უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითრებაში  (RURD)“ ფარგლებში კონსორციუმის წევრი უნივერსიტეტებისთვის ვიტაუტას მაგნუს უნივერსიტეტის (კაუნასი, ლიეტუვა) წარმომადგენლებმა ჩაატარეს მეორე ონლაინ ტრენინგი.
ტრენინგის შინაარსობრივი ნაწილი მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა ეფექტური საერთაშორისო თანამშრომლობა, უნივერსიტეტის მისია, ხედვა, სტრატეგიული გეგმის განვითარება  და ინტერაქცია უნივერსიტეტსა და ბიზნესს შორის.

2021 წლის 19 თებერვალს, პლაგიატის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტებმა: სალომე გოგიაშვილმა და თამთა შავიანიძემ Microsoft teams - ის ონლაინ პლატფორმის საშუალებით ჩაატარეს საინფორმაციო ხასიათის პრეზენტაციები ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათ და ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტების სტუდენტებთან.

19 თებერვალი პლაგიატის პრევენციის დღეა! აკაკი წერეთლი სახელმწიფო უნივერსიტეტი უერთდება ამ დღეს. ერთად ვუთხრათ არა პლაგიატს!

2021 წლის 1-4 თებერვალს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა და განვითარების სამსახურის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს კონფერენციაში Honesty, Trust, Unity: Academic Integrity & Education in a Globalized World, რომელიც მიეძღვნა აკადემიურ კეთილსინდისიერების საკითხებს უკრაინაში, მოლდოვეთსა და კავკასიაში. კონფერენცია ჩატარდა რეგიონალური ინგლისური ენის ოფისის (ამერიკის საელჩო) ორგანიზეით TESOLუკრაინა-სთან, ინგლისური ენის მასწავლებელთა ასოციაცია ETAG-სა და საერთაშორი შავი ზღვის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით.

2021 წლის 25-27 იანვარს და 4 თებერვალს Erasmus+ ინსტიტუციური განვითარების პროექტის „რეგიონალური უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითრებაში  (RURD)“ ფარგლებში კონსორციუმის წევრი უნივერსიტეტებისთვის ჩატარდა პირველი ონლაინ ტრენინგი სახელწოდებით "სტრატეგიული გეგმა და საერთაშორისო თანამშრომლობის სტრატეგია".
ტრენინგის შინაარსობრივი ნაწილი მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა ეფექტური საერთაშრისო თანამშრომლობა, უნივერსიტეტის მისია, ხედვა, სტრატეგიული გეგმის განვითარება, SWOT ანალიზი, ინტერაქცია უნივერსიტეტსა და ბიზნესს შორის.

ევროკავშირის მიერ Erasmus+ ინსტიტუციური განვითარების 2018 წლის საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინასებული პროექტის ‘RURD’ ( კოორდინატორი - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი) მთავარი მიზანია ევროკავშირის პარტნიორებთან თანამშრომლობით საქართველოს რეგიონალური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების როლის გაზრდა რეგიონების განვითარებაში, მათი მისიისა და სტრატეგიული განვითარების გეგმის მოდერნიზება, ასევე უნივერსიტეტებსა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება, თითოეული რეგიონის სპეციფიკის გათვალისწინებით.
დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ http://rurd.atsu.edu.ge/
https://www.facebook.com/Role-of-Universities-in-the-Regional-Development-RURD-106946334525586/?ref=page_internal