შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას სტუდენტებისთვის ესეების კონკურსის შესახებ, რომლის თემატიკაა: აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის მომავალი.

 აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა წარმოადგენს ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკას ბელორუსის, უკრაინის, მოლდოვის, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის სახელმწიფოებთან. პროგრამა გულისხმობს თანამშრომლობას: ეკონომიკის, მიგრაციის, მმართველობისა და სხვა მიმართულებებით.

აღნიშნული კონკურსი იმართება პოლონეთისა და ლიეტუვას  საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ გაფორმებული ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის ფარგლებში.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ სტუდენტს, რომლებიც არიან აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ერთ-ერთი სახელმწიფოს მოქალაქეები და სწავლობენ აღნიშნულ სახელმწიფოების უნივერსიტეტებში.  კონკურსში მონაწილეობისთვის საჭიროა:

  • ინგლისურ ენაზე შესრულებული ესე - MS Word (.doc or .docx.) ან PDF (.pdf) format; font - Times New Roman; font size - 12; spacing - single; სიტყვების რაოდენობა : 5,000 - 6,000 (ca. 10 to 12 pages, A4 format);
  • 1 აპლიკანტს აქვს მხოლოდ 1 ესეს წარდგენის უფლება.
  • ნამუშევარი უნდა შესრულდეს ელექტრონულად და თან ახლდეს ავტორის ხელმოწერა.
  • ნაშრომის ავტორის CV (აუცილებლად უნდა შეიცავდეს ავტორის ტელეფონის ნომერს და ელ-ფოსტას).

კონკურსში მონაწილეობის ბოლო ვადაა 2019 წლის 5 აპრილი.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ ეწვიოთ ბმულს: https://rustaveli.org.ge/geo/anonsebi/-eseebis-konkursi-studentebistvis-