ისტორია

საქართველოში პროფესიული განათლება წარმოადგენს პრიორიტეტულ მიმართულებას, რომელიც აისახება საქართველოს მთავრობის შესაბამის პროგრამაში და საქართველოს „პროფესიული განათლების რეფორმის სტრატეგიაში“.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მისიით განსაზღვრულია, რომ იგი ახორციელებს როგორ აკადემიურ, ასევე პროფესიულ პროგრამებს. აგრეთვე სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში  მიზნად ისახავს თავის საქმიანობით წვლილი შეიტანოს ქალაქის რეგიონისა და მთლიანად ქვეყნის განვითარებაში. ამ მიზნით იგი უზრუნველყოფს ცხოვრების მანძილზე უწყვეტი განათლების პროგრამებისა და სერვისების მიწოდებას, ახალი ცოდნის გენერირება-გავრცელებას და სხვადასხვა აქტივობებს. პროფესიული განათლების მიმართულება აწსუ-ს სტრატეგიული ხედვის ერთ-ერთი პრიორიტეტია, რაც აისახება კიდეც როგორც პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების სტრატეგიაში, ასევე 2018-2024 წწ. საუნივერსიტეტო სტრატეგიაში.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვის პროცესში  2011 წლიდან ხორციელდებოდა ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული მეოთხე და მეხუთე საფეხურის 53 საგნობრივი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების იდეა ემყარებოდა დაწესებულებაში არსებული კვალიფიციური კადრების, ინტელექტუალური საკუთრებისა და შესაბამისი გამოცდილების რაციონალურ გამოყენებას. 2015 წელს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა შეიმუშავა და ავტორიზაციის შედეგად დაიმატა 3 საგნობრივი საგანმანათლებლო პროგრამა. 2015 წელს აწსუ-ში მოქმედ საგნობრივ პროფესიულ პროგრამებზე ჩაირიცხა 200 სტუდენტზე მეტი.

იმავდროულად, 2013 წლიდან განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ განხორციელებადი „პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითების ხელშეწყობის პროგრამის“  ფაგლებში აწსუ შერჩეული იყო, როგორც ერთ-ერთი საპილოტე პროფესიული პროგრამის განმახორციელებელი დაწესებილება. ამ პროგრამის ფარგლებში აწსუ-ის აკადემიური და მოწვეული პერსონალი აქტიურად ჩაერთო მოდულური პროფესიული პროგრამების ახალი სტანდარტების და ჩარჩო დოკუმენტების შექმნის პროცესში, აგრეთვე მათი ჩართულობით მოხდა მოდულური საგანმანათლებლო პროგრამების საგანმანათლებლო რესურსით უზრუნველყოფა, განხორციელდა ინფრასტრუქტურული და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განვითარება და პროექტის ფარგლებში განხორციელებული ბაზრის კვლევა უნივერსიტეტის მიერ გამოყენებული იქნა მოდულური პროგრამების შემუშავებაში.

2015 წლიდან მოდულური პროგრამების დანერგვისა და ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში განათლებისა და მეცნიერების სამინსიტროს უშუალო ხელშეწყობით, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩარჩო დოკუმენტების საფუძველზე შემუშავებული 11 მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დანერგვა განხორციელდა:

  1. საბაჟო საქმის სპეციალისტი, ხელმძღვანელი -ს.  სვანაძე
  2. სასტუმრო საქმის სპეციალისტი, ხელმძღვანელი - ნ. შარაბიძე
  3. სარეკლამო აგენტი, ხელმძღვანელი -თ. კუპრაშვილი
  4. ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგი, ხელმძღვანელი -ნ. ქობულაძე
  5. ბიბლიოთეკარი, ხელმძღვანელი -გ. ჭიჭინაძე
  6. სისტემების ადმინისტრატორი, ხელმძღვანელი - ა. ძნელაძე
  7. ტანსაცმლის მხატვრული კონსტრუირების სპეციალისტი,ხელმძღვანელი-ნ. დოლიძე
  8. ფეხსაცმლისა და ტყავის ნაკეთობათა წარმოება, ხელმძღვანელი -მ. გრძელიძე
  9. დეკორატორიულ-გამოყენებითი ქსოვილების სპეციალისტი,ხელმძღვანელი-თ. მოსეშვილი
  10. ავეჯის კონსტრუირების სპეციალისტი, ხელმძღვანელი -  ვ. წიქვაძე
  11. სატრანსპორტო ლოჯისტიკის ოპერატორი, ხელმძღვანელი -თ. კოჩაძე

2019 წლიდან აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ახორციელებს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებს, რომელთა შემუშავება ეფუძნება საგანმანათლებო პროგრამების დაგეგმვისა და შემუშავების მეთოლოგიას, შრომის ბაზრისა და დამსაქმებელთა მოთხოვნათა ანალიზს, პროფესიულ სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა გამოკითხვის შედეგებს.

ამ ეტაპზე, 2020 წლისათვის, უნივერსიტეტში ხორციელდება 18 მოდულური ( მათგან 4 მილევადში) პროფესიული საგანმანათლებო პროგრამა.

  1. ავეჯის კონსტრიურების სპეციალისტი, ხელმძღვანელი - ვ. წიქვაძე;
  2. ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგი, ხელმძღვანელი - მ. ნიკოლაძე;
  3. ბუღალტრული აღრიცხვა, ხელმძღვანელი - ნ. ვაშაკიძე;
  4. ბიბლიოთეკარი, ხელმძღვანელი - გ. ჭიჭინაძე;
  5. ელექტროობა, ხელმძღვანელი - ლ. ზივზივაძე;
  6. მსუბუქი ავტომობილის სავალი ნაწილის შეკეთება, ხელმძღვანელი-ფ. გოგიაშვილი;
  7. მსუბუქი ავტომობილის ძრავის შეკეთება, ხელმძღვანელი-ა.კამლაძე;
  8. მსუბუქი ავტომობილის ელექტრო და ელექტრონული სისტემების შეკეთება, ხელმძღვანელი-გ. ფურცხვანიძე;
  9. მხატვრული ქსოვილები, ხელმძღვანელი - თ. მოსეშვილი;
  10. საბაჟო საქმე, ხელმძღვანელი - ს. სვანაძე;
  11. საოფისე საქმე, ხელმძღვანელი - მ. შალამბერიძე;
  12. საფინანსო სერვისები, ხელმძღვანელი - თ. გუგეშაშვილი;
  13. სატვირთო გადაზიდვების ლოგისტიკა, ხელმძღვანელი - თ. კოჩაძე;
  14. საავტომობილო გზების მშენებლობა, ხელმძღვანელი - ხ. ახვლედიანი;
  15. სარეკლამო აგენტი, ხელმძღვანელი - მ. ახვლედიანი;
  16. სისტემების ადმინისტრატორი, ხელმძღვანელი - თ.ფესტვენიძე;
  17. ტანსაცმლის მხატვრული კოონსტრიუმების სპეციალისტი, ხელმძღვანელი - ნ. დოლიძე;
  18. ფეხსაცმლისა და ტყავის ნაკეთობათა წარმოება, ხელმძღვანელი - მ. გრძელიძე;

ამასთან, უნივერსიტეტში 2011 წლიდან ფუნქციონირებდა უწყვეტი განათლების ცენტრი, რომლის მიზნებს წარმოადგენდა:

  • სწავლა - სწავლების უწყვეტი პრინციპის ხელშეწყობა, ახალ გამოწვევებზე რეაგირება, საგანმანათლებლო სერვისების შეთავაზება;
  • უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის, სტუდენტების, დაინტერესებული სამიზნე ჯგუფების კვალიფიკაციის ამაღლება;
  • ტრერინგ-პაკეტებისა და სასწავლო კურსების შემუშავება-განხორციელება;

2012 წლიდა დღემდე 94-მდე ტრენინგ-მოდული და სასერთიფიკატო კურსი განხორციელდა და გადამზადდა 3500-მდე მსმენელი. ცენტრის აქტიური/მოთხოვნადი ტრენინგ/მოდულებია;

  • პრეზენტაციის უნარ-ჩვევები
  • ეფექტური კომუნიკაცია
  • ინტერპერსონალური კომუნიკაცია
  • კომპიუტერული უნარ-ჩვევები
  • წარმატებული კარიერის შექმნა
  • ინკლუზიური განათლება, რთული ქცევის მართვა
  • სწავლების ინტერაქტიული მეთოდები
  • სასწავლო რესურსების შემუშავება
  • თანამედროვე მიდგომები სკოლამდე განათლებაში
  • სკოლამდელი განათლების მზაობის პროგრამა
  • სწავლა/სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდები
  • პრაქტიკული/სამოქმედო კვლევა მასწავლებლებისათვის
  • მოზარდთა რეპროდუქციული განვითარება და ჯამრთელობა
  • უცხო ენების შემსწავლელი კურსები
  • მოსწავლეთა და სტუდენტთა განმავითარებელი საზაფხულო სკოლა
  • გაყიდვების მენეჯმენტი
  • ბუღალტრული აღრიცხვა და კომპიუტერული პროგრამა ORISბუღალტერია
  • ძვირფასი ლითონებისა და ქვების ექსპერტიზა
  • ელექტრიკოსი
  • შემდუღებელი
  • მეჯამბარე

წლების განმავლობაში უნივერსიტეტს დაუგროვდა პოზიტიური გამოცდილება და მაღალი კომპეტენცია პროფესიული საგანმანათლებო პროგრამების შემუშავების, განხორციელების საკითხში, ასევე გააჩნია გამართული და PCDA ციკლზე დაფუძნებული ხარისხის მართვის სისტემა.

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაში ჩართული არის მაღალკვალიფიცირებული უნივერსიტეტის პერსონალი და მოწვეული სპეციალისტები, გააჩნია სათანადო დონის მატერიალური-ტექნიკური ბაზა.

2020 წლიდან აწსუ-ში პროფესიული და არაფორმალური განათლების განვითარების სტრატეგიული ხედვის ფარგლებში ინსტიტუციონალურად გაძლიერების კუთხით უნივერსიტეტში ჩამოყალიბდა სტრუქტურული ერთეული „პროფესიული და უწყვეტი განათლების ცენტრი“, რომლის საქმიანობის უშუალო მიზნებს წარმოადგენს:

  • პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება, პროფესიული განათლების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, პიროვნების ინტერესებისა და შესაძლებლობების შესატყვისი, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება;
  • ინდივიდის პროფესიული განვითარების ხელშეწყობა სწავლის სხვადასხვა საფეხურზე, პიროვნების კვალიფიკაციის ამაღლება ;
  • შრომის ბაზარზე არსებული და სამომავლო მოთხოვნების გათვალისწინებით, პირის დასაქმებისა და პროფესიული საქმიანობისათვის მომზადება, კონკურენტუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა, მისი პროფესიული მომზადებისა და გადამზადების გზით;
  • პროფესიული სტუდენტის/მსმენელის პიროვნული პოტენციალის რეალიზებისათვის მათი პროფესიულ–შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარება;
  • თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში არსებულ გამოწვევებზე რეაგირება, შესაბამისი ტრენინგების/კურსების ორგანიზება სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფებთან და სუბიექტებთან თანამშრომლობით და მათი რეკომენდაციების გათვალისწინებით.