მასტერკლასი თემაზე „გერმანული ენა და ეკონომიკა“

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს (Auswärtiges Amt) ფინანსური მხარდაჭერით აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერმანული ფილოლოგიის დეპარტამენტისა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) ორგანიზებით 2018 წლის 12-18 დეკემბერს ჩატარდა მასტერკლასი თემაზე „გერმანული ენა და ეკონომიკა“ (Wirtschaftsdeutsch).

მასტერკლასში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის გერმანული ენის პროფესორ-მასწავლებლებმა. სპეცკურსს უხელმძღვანელა მოწვეულმა სპეციალისტმა ეკატერინა ლოსკუნიკოვამ (ვილდაუს ტექინკური ინსტიტუტი).
მასტერკლასის მონაწილეებმა ერთობლივად განიხილეს და გაანალიზეს გერმანული ენის გაკვეთილზე ეკონომიკის დარგობრივი ენის შესაწვლის მეთოდები, მაგალითები, აქტივობები და მათი მნიშვნელობა ზოგადად ქვეყნის ეკონომიკის განვითრებისათვის. მასტერკლასის მიზანი იყო აგრეთვე საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებს შორის კავშირების გამყარება.
გარდა თეორიული და პრაქტიკული სააუდიტორიო შეხვედრებისა სპეცკურსი მოიცავდა ასევე შემეცნებითი ხასიათის ღონისძიებებს, ქუთაისისა და წყალტუბოს ინდუსტრიული ობიექტების დათვალიერებას.
ორგანიზატორებისა და მონაწილეების მიერ მასტერკლასის მუშაობის შედეგები დადებითად შეფასდა.

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.