TESOL-ის საერთაშორისო ვირტუალური კონვენცია

2020 წლის 16 – 18 ივლისს გაიმართა TESOL-ის საერთაშორისო ვირტუალური კონვენცია, მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური ფორუმი ინგლისური ენის სწავლების სფეროში.

აშშ-ს საელჩოს დახმარებით ამ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაში ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტის 20 წევრმა მიიღო მონაწილეობა. მსოფლიო რანგის ექსპერტების პლენარული მოხსენებები, ფორმალური და არაფორმალური ონლაინ შეხვედრები უცხოელ კოლეგებთან, დისკუსიები, ასეთი გახლდათ ამ დატვირთული სამი დღის მოკლე ანგარიში.
მიღებული მრავალფეროვანი ინფორმაცია ინგლისური ენის სწავლების სხვადასხვა პლატფორმის, უახლესი სახელმძღვანელოებისა და განსხვავებული სწავლების მეთოდების შესახებ უთუოდ აისახება დეპარტამენტის მომავალ საქმიანობაზე.

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.