საინფორმაციო ღონისძიება გერმანიაში სწავლისა და გერმანიის პარლამენტის სასტიპენდიო პროგრამის შესახებ

ხუთშაბათს, 2018 წლის 07 ივნისს, 15:00 საათზე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მწვანე დარბაზში გერმანიის საელჩო საქართველოში და გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახური (DAAD) დაინტერესებულ სტუდენტებს იწვევს საინფორმაციო შეხვედრაზე.

ღონისძიების მსვლელობისას სტუდენტები მიიღებენ ინფორმაციას გერმანიაში სწავლის, სასტიპენდიო პროგრამებისა და ასევე გერმანიის ბუნდესთაგის საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდიის (IPS) შესახებ, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდები გერმანიის პარლამენტში გაივლიან სტაჟირებას.
IPS-ის 2019 წლის პროგრამაზე საბუთების მიღება დაწყებულია და გაგრძელდება 2018 წლის 30 ივნისამდე.
სტიპენდია განკუთვნილია უმაღლესი განათლების მქონე, პოლიტიკით დაინტერესებული აქტიური ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ფლობენ გერმანულ ენას B2 დონეზე.
გთხოვთ მობრძანდეთ!

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ გერმანიის პარლამენტის საიტი: www.bundestag.de/ips

fShare
18