კლასიკური და რომანული ფილოლოგიის დეპარტამენტი

კლასიკური და რომანული ფილოლოგიის დეპარტამენტი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამ ფორმატით არსებობს 2012 წლიდან. იგი მოიცავს ორ მიმართულებას: 1. ფრანგული ფილოლოგია; 2. კლასიკური ფილოლოგია. ფრანგული ფილოლოგიის მიმართულება ჩვენს უნივერსიტეტში უძველესია. იგი არსებობს მას შემდეგ, რაც ქუთაისში პირველად გაიხსნა უმაღლესი სასწავლებელი - 1933 წლიდან. ფრანგული ფილოლოგიის ქუთაისის სკოლა ყოველთვის გამოირჩეოდა აკადემიზმით, სწავლების თანამედროვე მეთოდებით და განსხვავებულად თბილი გარემოთი. ცნობილმა ფრანკოფონებმა - ფატი გოკიელმა, ნორა კუბლაშვილმა, მედეა ლორთქიფანიძემ, ლილი კრავჩენკომ და სხვებმა არა მხოლოდ თავის დროზე აღზარდეს თაობები, არამედ უნივერსიტეტში დატოვეს პროფესიონალთა გუნდი, რომლებიც ღირსეულად აგრძელებენ მათ მიერ დაწყებულ საქმეს. ამჟამად ფრანგულ ფილოლოგიაში არის სამივე საფეხურის პროგრამა - საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო. ფრანგული ფილოლოგიის მიმართულების სპეციალისტები ჩართული არიან ადგილობრივ თუ საერთაშორისო ტრენინგებში, სამეცნიერო ფორუმებში, საზაფხულო სკოლებში საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში. კლასიკური ფილოლოგიის მიმართულება უნივერსიტეტში არსებობს 1991 წლიდან. მიმართულებამ ფუნქციონირება დაიწყო ერთი მასწავლებლით და სულ რამდენიმე წიგნით ბიბლიოთეკაში, თუმცა მანამდე წლების მანძილზე ანტიკურ ლიტერატურას გამორჩეული რუდუნებით კითხულობდა სხვადასხვა პროგრამაზე ქალბატონი ეთერ მეძველია. ამჟამად კლასიკური ფილოლოგიის მიმართულებით ფუნქციონირებს სადოქტორო (2012 წლიდან), დამატებითი (2014 წლიდან) და სამაგისტრო (2016 წლიდან) პროგრამები, რომელთაც ემსახურებათ 2 პროფესორი, ორი ასოცირებული პროფესორი, ერთი ასისტენტ-პროფესორი, ორი ხელშეკრულებით მოწვეული მასწავლებელი, ფილოლოგიის დოქტორები. უახლოეს მომავალში იგეგმება მიღების გამოცხადება საბაკალავრო (ძირითად) პროგრამაზე. აწსუ ფილოლოგ-კლასიკოსები აქტიურად არიან ჩართული საერთაშორისო პროექტებში, არიან რედკოლეგიის წევრები, სხვადასხვა პროფესიული ასოციაციის წევრები.

# სახელი და გვარი აკადემიური თანამდებობა CV
1 ზაალ ლილუაშვილი პროფესორი
2 ნინო ჩიხლაძე პროფესორი
3 ვერა წერეთელი ასოცირებული პროფესორი
4 შორენა ბარბაქაძე ასოცირებული პროფესორი
5 ნათია პერტაია ასისტენტ-პროფესორი
6 ზურაბ არჩვაძე პროფესორი
7 ეკატერინე გაჩეჩილაძე ასოცირებული პროფესორი
8 ლია ნოზაძე ასოცირებული პროფესორი
9 მირანდა ლომიძე ასოცირებული პროფესორი
10 ქეთევან რეხვიაშვილი ასისტენტ-პროფესორი
11 ნინო ბუაძე ასისტენტ-პროფესორი
 

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.