აღმოსავლური ფილოლოგიის დეპარტამენტი

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში აღმოსავლური ენების შესწავლას საფუძველი ჩაეყარა 1990 წელს პროფ. გურამ ჩიქოვანის ინიციატივით.
1995 წელს უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა კათედრის ბაზაზე სემიტოლოგიის, ირანისტიკისა და თურქოლოგიის კათედრები ჩამოყალიბდა. 2006 წელს სამი კათედრის გაერთიანებით შეიქმნა აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტი (ხელმძღვანელი პროფ. გურამ ჩიქოვანი), რომელიც 2011 წლიდან აღმოსავლური ფილოლოგიის დეპარტამენტია (ხელმძღვანელი პროფ. ნომადი ბართაია).
აღმოსავლური ფილოლოგიის დეპარტამენტი წარმატებით ახორციელებს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს არაბული, თურქული და სპარსული ფილოლოგიების მიმართულებით. აღნიშნულ პროგრამებზე უცხოელი სტუდენტებიც სწავლობენ. აღსანიშნავია, რომ ამ ხნის მანძილზე ადგილზე მომზადდა კვალიფიციური ახალგაზრდა კადრები, რომლებმაც წარმატებით დაიცვეს სადოქტორო დისერტაციები.
ამჟამად დეპარტამენტის წევრები არაინ:
1) არაბული ფილოლოგიის მიმართულებით: პროფ. გ. ჩიქოვანი, ასოც. პროფ. ზ. ცხვედიანი, ასოც. პროფ. ლ. ქველიძე, ასოც. პროფ. ლ. ავალიანი, ფ/მ/დ მ. ქუთელია, ასისტ. პროფ. ს. იმედაძე, ასისტ. პროფ. ვ. თევდორაძე, ფ/დ დ. მოსეშვილი, მასწ. ს. ლაღაძე, მასწ. ნ. ჯიქია.
2) თურქული ფილოლოგიის მიმართულებით: ემერიტუსი ც. აბულაძე, ფ/მ/დ გ. შაყულაშვილი, ასოც. პროფ. გ. ქამუშაძე, ასოც. პროფ. ნ. დანგაძე, ასოც. პროფ. მ. ბუსკივაძე, მასწ. ი. ასათიანი, მასწ. ი. მარგველაშვილი.
3) სპარსული ფილოლოგიის მიმართულებით: პროფ. ნ. ბართაია, ასოც. პროფ. პ. ჯაფარიძე, ასოც. პროფ. ნ. სვინტრაძე, ფ/დ ნ. უგრეხელიძე, ფ/დ თ. დემეტრაშვილი, მასწ. გ. გოგია, მასწ. მ. შიშინაშვილი (დეპარტამენტის სპეციალისტი). დეპარტამენტს ჰყავს ტექნიკური ასისტენტები: ვ. ლომთაძე და მ. სუსარეიშვილი.
1993 წლიდან 5 წელიწადში ერთხელ ტარდება ორიენტალისტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ქუთაისში.
აღმოსავლური ფილოლოგიის პროფესორ–მასწავლებლები და სტუდენტები სისტემატურად გადიან სტაჟირებასა და მონაწილეობას იღებენ სატრენინგო პროგრამებში ეგვიპტის, თურქეთისა და ირანის უმაღლეს სასწავლებლებში. არაბისტიკის, თურქოლოგიისა და ირანისტიკის კაბინეტები აღიჭურვა თანამედროვე სტანდარტების ინვენტარითა და ლიტერატურით

# სახელი და გვარი აკადემიური თანამდებობა CV
1 ცისანა აბულაძე ემერიტუსი
2 ნომადი ბართაია პროფესორი
3 ლეილა ქველიძე ასოცირებული პროფესორი
4 ნათელა დანგაძე ასოცირებული პროფესორი
5 ზვიად ცხვედიანი ასოცირებული პროფესორი
6 პაატა ჯაფარიძე ასოცირებული პროფესორი
7 გიგა ქამუშაძე ასოცირებული პროფესორი
8 ლელა ავალიანი ასოცირებული პროფესორი
9 ნათია სვინტრაძე ასოცირებული პროფესორი
10 სოფიო იმედაძე ასისტენტ-პროფესორი
11 ვახტანგ თევდორაძე ასისტენტ-პროფესორი
12 მზისა ბუსკივაძე ასოცირებული პროფესორი

 

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.