ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტი

ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტი ამჟამინდელი სახით 2011 წლიდან არსებობს და აერთიანებს ინგლისური ენისა და ინგლისური ლიტერატურის მიმართულებებს. იგი არის უცხოური ენების კათედრის (ინგლისური, გერმანული, ფრანგული), მემკვიდრე რომელსაც 1995 წელს გამოეყო ინგლისური ენის კათედრა პროფესორ მადონა მეგრელიშვილის ხელმძღვანელობით. ინგლისური ენის კათედრა ერთ-ერთი უდიდესი და უძველესია უნივერსიტეტში. თავისი არსებობის მანძილზე კათედრა ყოველთვის გამოირჩეოდა მაღალი აკადემიზმით, პროფესიონალიზმითა და ინოვაციური პროექტების განხორციელებით. სწორედ მან დანერგა სწავლა-აღზრდის ევროპული მოდელი, რომელიც სტუდენტზეა ორიენტირებული და დღემდე განაპირობებს ინგლისური ენისა და ლიტერატურის მაღალ დონეზე დაუფლებას. ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტი დღეისათვის ახორციელებს სწავლებას სამივე საფეხურზე: ბაკალავრიატი და მაგისტრატურა - „ინგლისური ენა და ლიტერატურა“ და სადოქტორო პროგრამა - „შეპირისპირებითი ლინგვისტიკა“. პროგრამების წარმატებით განხორციელებას უზრუნველყოფს მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალი, კერძოდ 2 პროფესორი, 13 ასოცირებული პროფესორი და 10 ასისტენტ პროფესორი. სწავლების თანამედროვე მეთოდების სრულყოფილად დანეგრვის და განვითარების მიზნით დეპარტამენტი იწვევს ბრიტანელ და ამერიკელ ექსპერტებს და ზრუნავს დეპარტამენტის ლექტორ-მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე. აღსანიშნავია დეპარტამენტის მუშაობა სტუდენტთა სხვადასხვა წრეებთან და საზოგადოებებთან. ესენია: სტუდენტთა სამეცნიერო წრე, მთარგმნელობითი წრე, ინგლისური ენის კლუბი. დეპარტამენტის ინიციატივით ყოველწლიურად ტარდება ინგლისურენოვანი კონფერეცია „ბრიტანული, ამერიკული და ქართული კულტურათაშორისი ნარკვევები“, სადაც მონაწილეობას იღებენ როგორც სტუდენტები, ასევე ქალაქისა და რეგიონის სკოლის მოსწავლეები. ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალობის სტუდენტები აქტიურად მონაწილეობენ საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში და დიდი წარმატებითაც გამოირჩევიან. ჩვენი კურსდამთავრებულები დასაქმებული არიან საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.

# სახელი და გვარი აკადემიური თანამდებობა CV
1 მადონა მეგრელიშვილი პროფესორი
2 ეკატერინე არჩვაძე ასოცირებული პროფესორი
3 რუსუდან გვილავა ასოცირებული პროფესორი
4 ირმა გრძელიძე ასოცირებული პროფესორი
5 ნათია ზვიადაძე ასოცირებული პროფესორი
6 თამარ თვალაძე ასისტენტ-პროფესორი
7 ეკატერინე თოფურია ასოცირებული პროფესორი
8 მაია ალავიძე ასოცირებული პროფესორი
9 ნინო ნიჟარაძე ასოცირებული პროფესორი
10 ქეთევან დოღონაძე ასისტენტ-პროფესორი
11 ეკატერინე ქურდაძე ასისტენტ-პროფესორი
12 ეკატერინე ონიანი ასოცირებული პროფესორი
13 ნინო დემეტრაძე ასისტენტ-პროფესორი
14 მარიამ ჩიქოვანი ასისტენტ-პროფესორი
15 სოფიო ყიფიანი ასისტენტ-პროფესორი
16 ნუნუ ჩარკვიანი ასისტენტ-პროფესორი
17 ზინაიდა ჩაჩანიძე ასისტენტ-პროფესორი
18 ირმა რუსაძე ასისტენტ-პროფესორი
19 ნანა გორგოძე ასისტენტ-პროფესორი
20 ირაკლი ცხვედიანი პროფესორი
21 ელისო ფანცხავა ასოცირებული პროფესორი
22 თამარ კობეშავიძე ასოცირებული პროფესორი
23 მაყვალა კოღუაშვილი ასოცირებული პროფესორი
24 ნატალია იმედაშვილი ასოცირებული პროფესორი
25 ნანა გუბელაძე ასოცირებული პროფესორი

 

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.