ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტი

ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტი მოიცავს სამ უმთავრეს მიმართულებას. ესენია: 1. ქართული ენა; 2. ქართული ლიტერატურა და 3. ზოგადი ენათმეცნიერება. დეპარტამენტი ამგვარი სახით არსებობს 2011 წლიდან. იგი შეიქმნა მანამდე უნივერსიტეტში არსებული სამი დამოუკიდებელი კათედრის (ქართული ენის, ქართული ლიტერატურისა და ზოგადი ენათმეცნიერების) გაერთიანების შედეგად. დეპარტამენტი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით. კერძოდ, მისი აკადემიური პერსონალი შედგება 9 სრული პროფესორისაგან, 15 ასოცირებული პროფესორისა და ერთი ასისტენტ-პროფესორისაგან. დეპარტამენტი აკადემიურ მუშაობას წარმართავს უნივერსიტეტში მისი პროფილის შესაბამის სამივე საფეხურზე - ბაკალავრიატში, მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში. გარდა სასწავლო მუშაობისა, დეპარტამენტის წევრები ინტენსიურად ეწევიან აქტიურ სამეცნიერო მუშაობას. ისინი სისტემატურად იღებენ მონაწილეობას როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში. დეპარტამენტის ორგანიზებით ასევე ხშირად ტარდება ქართველოლოგიის უმნიშვნელოვანესი პრობლემებისადმი მიძღვნილი სხვადასხვა სახის სამეცნიერო ღონისძიებანი. ძირითადად ხსენებული დეპარტამენტის წევრთა მონაწილეობით ფუნქციონირებს დიალექტოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, რომელიც ყოველწლიურად გამოსცემს საერთაშორისო მასშტაბის სამეცნიერო ჟურნალს „ქართველური მემკვიდრეობა.“ დეპარტამენტის წევრთა სამეცნიერო ნაშრომები გამოდის ცალკე წიგნებად და იბეჭდება როგორც ჩვენი ქვეყნის, ისე უცხოეთის მეცნიერულ პერიოდულ გამოცემებში. დეპარტამენტთან წარმატებით ფუნქციონირებს სტუდენტთა სამეცნიერო წრეები ქართულ ენაში, ლიტერატურასა და ზოგად ენათმეცნიერებაში; არსებობს ახალგაზრდა მწერალთა წრეც. დეპარტამენტის წევრები ასევე წარმატებით ემსახურებიან როგორც ჩვენი უნივერსიტეტის უცხოელ სტუდენტებს, ისე სხვადასხვა სასწავლო პროგრამებით ჩვენს უმაღლეს სასწავლებელში სტაჟირებით, ანდა სხვადასხვა საერთაშორისო პროგრამებით მყოფ უცხოელებს.

# სახელი და გვარი აკადემიური თანამდებობა CV
1 თამარ ახვლედიანი ასოცირებული პროფესორი
2 ომარ გვეტაძე პროფესორი
3 ავთანდილ ნიკოლეიშვილი პროფესორი
4 მაია მიქაუტაძე ასოცირებული პროფესორი
5 ნატო გულუა ასოცირებული პროფესორი
6 ლუკა დვალიშვილი ასოცირებული პროფესორი
7 ზეინაბ კიკვიძე ასოცირებული პროფესორი
8 ნესტან კუტივაძე პროფესორი
9 ნორა ნიკოლაძე-ლომსიანიძე ასოცირებული პროფესორი
10 თენგიზ გუმბერიძე ასოცირებული პროფესორი
11 ლელა ჩოგოვაძე ასოცირებული პროფესორი
12 ნაზი ხელაია პროფესორი
13 გია ხოფერია ასოცირებული პროფესორი
14 ზაალ კიკვიძე პროფესორი
15 ნატო წულეისკირი ასოცირებული პროფესორი
16 ირინე ჩაჩანიძე ასოცირებული პროფესორი
17 მარინა ქაცარავა პროფესორი
18 ტარიელ ფუტკარაძე პროფესორი
19 რუსუდან საღინაძე პროფესორი
20 თამარ ლომთაძე პროფესორი
21 ნინო ფხაკაძე ასოცირებული პროფესორი
22 ეკა დადიანი ასოცირებული პროფესორი
23 იზოლდა რუსაძე ასოცირებული პროფესორი
24 მარინე კუხალაშვილი ასოცირებული პროფესორი
25 ლუიზა ხაჭაპურიძე ასისტ.პროფესორი

 

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.