გერმანული ფილოლოგიის დეპარტამენტი

გერმანული ფილოლოგიის დეპარტამენტი ღრმა ფესვებზე დგას: მეოცე საუკუნის 30-იან წლებში, როცა ქუთაისში პირველად შეიქმნა უმაღლესი საგანმანათლებლო კერა, მალევე ჩამოყალიბდა უცხოური ენის კათედრა, სადაც მოღვაწეობდა მრავალი ცნობილი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე. გერმანული ფილოლოგიის დეპარტამენტი წლების განმავლობაში მჭიდროდ თანამშრომლობდა და თანამშრომლობს გერმანიის სხვადასხვა სამეცნიერო და საგანმანათლებლო ცენტრებთან: ესენია გოეთეს საერთაშორისო საზოგადოება, გოეთეს ინსტიტუტი, გერმანული აკადემიერი გაცვლის სამსახური (DAAD), DFG, VDS, VDFS და სხვა. 1995 წლიდან გერმანისტიკის სპეციალობაზე ინტენსიურად კითხულობენ ლექციებს გერმანელი პროფესორები, რამაც სწავლების ხარისხისა და პროფესორ-მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება განაპირობა. 2000-2010 წლებში გერმანული ფილოლოგიის დეპარტამენტს ძალზედ ნაყოფიერი პარტნიორული ურთიერთობა ჰქონდა რუპრეხტ კარლსის ჰაიდელბერგის უნივერსიტეტთან. 2013 წლიდან დღემდე დეპარტამენტს პარტნიორული ურთიერთობა აქვს იენის ფრიდრიჰ შილერის სახელობის უნივერსიტეტთან. ამ პერიოდში სამეცნიერო მუშაობისათვის გერმანიაში მივლინებული იყო დეპარტამენტის ყველა პროფესორ- მასწავლებელი, ასევე ბაკალავრთა, მაგისტრთა და დოქტორანტთა ძალზედ დიდი რაოდენობა სასწავლო და სამეცნიერო მუშაობისათვის. გერმანიაში მივლინებებისა და ცხოვრების სრული ხარჯები სტიპენდიის ჩათვლით გაიღო გერმანულმა მხარემ. 2004 წლიდან ქუთაისის უნივერსიტეტში ფუნქციონირებს DAAD-ს საინფორმაციო ცენტრი. DAAD-ს ლექტორი ინფორმაციას აწვდის ლექტორებს, სტუდენტებს და სხვა დაინტერესებულ პირებს გერმანიაში სწავლისა და კვლევის შესაძლებლობების, ასევე გერმანიაში სამეცნიერო მუშაობისათვის დაფინანსების მიღებისა და DAAD-ს სასტიპენდიო პროგრამების შესახებ. საინფორმაციო ცენტრის ინიციატივით ეწყობა კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები, სემინარები სტუდენტებისა და მასწავლებლებისთვის. DAAD ეხმარება ქართულ და გერმანულ უნივერსიტეტებს პარტნიორული პროგრამების განხორციელებაში, რაც ძალიან დიდი მონაპოვარია როგორც აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ქალაქ ქუთაისის, ასევე ქვეყნისათვის. დეპარტამენტის მიმართ წლების განმავლობაში დიდ ყურადღებას იჩენს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩო საქართველოში. გერმანული ფილოლოგიის დეპარტამენტი აქტიურად თანამშრომლობს ქუთაისში არსებულ ქართულ-გერმანულ ცენტრთან, რომლის მეშვეობით სტუდენტებს აქვთ საშუალება უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში გაიარონ შრომითი სემესტრი გერმანიაში. ისინი ამავდროულად ეცნობიან ქვეყანას, მის კულტურას, იმაღლებენ ენობრივ კომპეტენციას. გერმანული ფილოლოგიის დეპარტამენტი ცდილობს შესთავაზოს სტუდენტებს საინტერესო საგანმანათლებლო პროგრამები, უფრო ინტენსიური გახადოს საერთაშორისო ურთიერთობები.

# სახელი და გვარი აკადემიური თანამდებობა CV
1 ნანული კაკაურიძე პროფესორი
2 ირმა ყიფიანი პროფესორი
3 მანანა ბაქრაძე ასოცირებული პროფესორი
4 თეონა ნიჟარაძე ასოცირებული პროფესორი
5 რამაზ სვანიძე ასოცირებული პროფესორი
6 ელისო ქორიძე პროფესორი
7 ნინო შარაშენიძე ასოცირებული პროფესორი
8 მირანდა გობიანი ასისტ. პროფესორი
9 ნუგეშა გაგნიძე პროფესორი
10 ნათია ნასარიძე ასოცირებული პროფესორი
11 ირინე შიშინაშვილი ასოცირებული პროფესორი

 

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.