ისტორია-არქეოლოგიის დეპარტამენტი

ისტორია-არქეოლოგიის დეპარტამენტი დღევანდელი სახით ჩვენს უნივერსიტეტში 2011 წლიდან არსებობს და იგი აერთიანებს შემდეგ სასწავლო-სამეცნიერო მიმართულებებს: საქართველოს ისტორიის, მსოფლიო ისტორიის, არქეოლოგიისა და კულტურის ისტორიის და ხელოვნებათმცოდნეობის. დეპარტამენტში საქმიანობას ეწევიან საქართველოს ისტორიის, მსოფლიო ისტორიის, კულტურის ისტორიის, ქართული პოლიტიკური აზროვნების ისტორიის, ესთეტიკური აღზრდის, პოლიტექნიკური უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის ყოფილი კათედრების თანამშრომლები. ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში საქართველოს ისტორიის კათედრა დაარსებისთანავე 1933 წელს ჩამოყალიბდა. მას სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდნენ სარგის კაკაბაძე, ლუკა ციხისთავი, ნიკო ბერძენიშვილი, გიორგი მჭედლიძე, პეტრე ვაჭრიძე. Mმსოფლიო ისტორიის კათედრაც 1933 წელს ჩამოყალიბდა და მისი ხელმძღვანელები იყვნენ: თეიმურაზ ჭუმბურიძე, ნიკოლოზ დუბროვსკი, ალექსანდრე ნამორაძე, შალვა აბრამიძე, ლევან სვანაძე, ომარ ლანჩავა.Kკულტურის ისტორიის კათედრაც 1990 წელს ჩამოყალიბდა და მას 2006 წლამდე ომარ ლანჩავა ხელმძღვანელობდა. ქართული პოლიტიკური აზროვნების ისტორიის კათედრა შეიქმნა 1992 წელს და მას ხელმძღვანელობდნენ: დემურ მონიავა, ვაჟა ჩხაიძე და კონსტანტინე ხურცილავა. ესთეტიკური აღზრდის კათედრა პედაგოგიური ფაკულტეტის შემადგენელი ნაწილი იყო. უნივერსიტეტში 2005 წელს განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად აღნიშნული კათედრის თანამშრომლების ნაწილი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე გადავიდნენ სამუშაოდ. 2005 წელს საქართველოს ისტორიისა და ქართული პოლიტიკური აზროვნების ისტორიის კათედრების შეერთების საფუძველზე ჩამოყალიბდა საქართველოს ისტორიის დეპარტამენტი. 2006 წელს საქართველოს ისტორიის დეპარტამენტს შეუერთდა ქუთაისის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის ტექნიკური უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრა. 2011 წელს საქართველოს ისტორიის დეპარტამენტი სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტიდან გადავიდა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, სადაც მოხდა მისი გაერთიანება მსოფლიო ისტორიის დეპარტამენტთან, არქეოლოგიისა და სიძველეთმცოდნეობის დეპარტამენტის, არქეოლოგიის, კულტურის ისტორიისა და ხელოვნებათმცოდნეობის მიმართულებასთან. დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოვალეობის შესრულება დაეკისრა პროფ. სულხან კუპრაშვილს. დეპარტამენტში ამჟამად საქმიანობას ეწევა 4 სრული, 3 ემირიტუს პროფესორი, 19 ასოცირებული და 4 ასისტენტ პროფესორი.

# სახელი და გვარი აკადემიური თანამდებობა CV
1 თამთა თურმანიძე ასოცირებული პროფესორი
2 შორენა ფხაკაძე ასისტენტ-პროფესორი
3 ირინა სარუხანოვა ასოცირებული პროფესორი
4 დავით შავიანიძე ასოცირებული პროფესორი
5 მერაბ ჭუმბურიძე ასოცირებული პროფესორი
6 რუსუდან მიქაუტაძე ასოცირებული პროფესორი
7 მათე ხვედელიძე ასოცირებული პროფესორი
8 გოდერძი ვაჭრიძე ასოცირებული პროფესორი
9 როლანდ ისაკაძე ასოცირებული პროფესორი
10 სულხან კუპრაშვილი პროფესორი
11 ელდარ თავბერიძე ასოცირებული პროფესორი
12 ომარ ნიშნიანიძე პროფესორი
13 ვლადიმერ წვერავა პროფესორი
14 მადონა რობაქიძე ასოცირებული პროფესორი
15 ლია გაბუნია ასოცირებული პროფესორი
16 კახაბერ ქებულაძე ასოცირებული პროფესორი
17 ოთარ ნიკოლეიშვილი ასოცირებული პროფესორი
18 დავით წულეისკირი ასოცირებული პროფესორი
19 ომარ ლანჩავა პროფესორი
20 დავით წიტაიშვილი ასისტენტ-პროფესორი
21 ინგა აბრამიძე ასოცირებული პროფესორი
22 ტარიელ ჭიღვარია ასოცირებული პროფესორი
23 ლაურეტა ქაცარავა ასოცირებული პროფესორი
24 ევგენი ბლიაძე ასოცირებული პროფესორი
25 რამაზ ხაჭაპურიძე ასისტენტ-პროფესორი
26 ნონა ქარციძე ასისტენტ-პროფესორი
27 გიორგი მჭედლიძე ემერიტუსი
28 ლევან სვანაძე ემერიტუსი

 

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.