„ვეფხისტყაოსნის“ საჯარო კითხვა

2019 წლის 24 მაისს, 11 საათზე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტისა და ქართული ენის მიმართულებასთან არსებული სტუდენტთა საენათმეცნიერო წრის ორგანიზებით უნივერსიტეტის ეზოში ტარდება „ვეფხისტყაოსნის“ საჯარო კითხვა.

აწსუში, ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტისა და ინგლისური ენის კლუბის ორგანიზებით სპექტაკლი გაიმართება

24 მაისს, 17:00 საათზე, სააქტო დარბაზში (აწსუ I კორპუსი), ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტისა და ინგლისური ენის კლუბის ორგანიზებით იმართება სპექტაკლი ოსკარ უალდის პიესის „როგორი მნიშვნელოვანია, ვიყოთ სერიოზული“ მიხედვით. ეს არის კომედიური ჟანრის სპექტაკლი, სადაც ორი ბრიტანელი ჯენტლმენი ძალიან უცნაური ხერხით ცდილობს მოიგოს ქალბატონების გული. ამ რომანტიკულ, ტყუილითა და მუსიკით სავსე საღამოს, სიცილი გარანტირებულია.

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ჰუმანიტარული მეცნიერებები გლობალიზაციის ეპოქაში“

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი 2019 წლის 1-2 ნოემბერს ატარებს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას „ჰუმანიტარული მეცნიერებები გლობალიზაციის ეპოქაში“. იხ. ბმული

მასტერკლასი თემაზე „გერმანული ენა და ეკონომიკა“

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს (Auswärtiges Amt) ფინანსური მხარდაჭერით აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერმანული ფილოლოგიის დეპარტამენტისა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) ორგანიზებით 2018 წლის 12-18 დეკემბერს ჩატარდა მასტერკლასი თემაზე „გერმანული ენა და ეკონომიკა“ (Wirtschaftsdeutsch).

მასტერკლასი თემაზე „გერმანული ენა და ტურიზმი“

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერმანული ფილოლოგიის დეპარტამენტისა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) ორგანიზებით და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს (Auswärtiges Amt) ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე წლის 24-დან 29 ნოემბრის ჩათვლით ჩატარდა მასტერკლასი თემაზე „გერმანული ენა და ტურიზმი“ („Tourismusdeutsch“).

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.