აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტი სიამაყით ულოცავს პროფესორ მადონა მეგრელიშვილს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საპატიო სიგელს, რომელიც მას ფილოლოგიის დარგში განსაკუთრებული დამსახურებისთვის მიენიჭა იუნესკოს მიერ დაწესებულ მეცნიერების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით. ეს საპატიო ჯილდო ლოგიკური შედეგია ქალბატონი მადონას ხანგრძლივი და ნაყოფიერი აკადემიური საქმიანობისა, რაც მოცავს 100-ზე მეტ სამეცნიერო ნაშრომსა და მოხსენებას, 27 დაცულ სადოქტორო დისერტაციას, ათასობით სტუდენტს, რომლებმაც მის ხელში გაიარეს, ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტის დიდ წარმტებებს მისი ხელმძღვანელობის 30-ზე მეტი წლის განმავლობაში. აქვე უნდა აღინიშნოს მისი ღვაწლი ქუთაისი ნიუპორტის ასოციაციის საქმიანობაში, რის შედეგადაც უამრავი წარმატებული პროექტი განხორციელდა ჩვენი ქალაქის საკეთილდღეოდ. ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტი ამაყობს იმით, რომ პროფესორ მადონა მეგრელიშვილის დამსახურება ქართული ანგლისტიკის განვითარებასა და უმაღლესი განათლების დონის ამაღლებაში კიდევ ერთხელ დაფასდა.

მიმდინარე წლის 10-11 სექტემბერს, 12-16 საათზე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე გაიმართება სტუდენტთა, მაგისტრანტთა და დოქტორანტთა XXX (I) დისტანციური კონფერენცია.

იხილეთ კონფერენციის პროგრამა

2020 წლის 16 – 18 ივლისს გაიმართა TESOL-ის საერთაშორისო ვირტუალური კონვენცია, მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური ფორუმი ინგლისური ენის სწავლების სფეროში.

ქართული მწერლობა ყოველთვის იყო ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური, სოციალური, კულტურულ-ესთეტიკური წინსვლისა აღმავლობისთვის სტიმულის მიმცემი. მწერლობა მყესეულად რეაგირებდა ჩვენს სამშობლოსა და მის ფარგლებს გარეთ მომხდარ მნიშვნელოვან ფაქტებზე და ერს მოდუნების საშუალებას არ აძლევდა. ბრუნდსა და მართალს თავის ადგილს მიუჩენდა, საზოგადოებას უზუსტესი კომპასივით აჩვენებდა ჭეშმარიტებისაკენ მიმავალ გზას. ჩვენი ქვეყნის თავისუფლების მოპოვებაშიც უდიდესი წვლილი შეიტანა მდიდარმა და მრავალფეროვანმა ქართულმა მწერლობამ. სტუდენტებმა და დამსწრე საზოგადოებამ ყურადღებით მოისმინეს საჯარო ლექცია ,,26 მაისი და ქართული მწერლობადა დასვეს საინტერესო შეკითხვები.

3 მარტს, აშშ-ს საელჩოს ორგანიზებით აწსუ-ს ეწვია კურიკულუმის განვითარების საერთაშორისო ექსპერტი, კალიფორნიიის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი მარგარეტ ენ სნოუ ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტთან ორ აკადემიურ პროგრამაზე (საბაკალავრო პროგრამა „ინგლისური ენა და ლიტერატურა“ და ინტეგრირებული პროგრამა „ინგლისური ენის მასწავლებელი“) მუშაობის მიზნით. ვიზიტის ფარგლებში პროფესორ ენ სნოუს საქმიანობა ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტში მოიცავდა: