ELL ინგლისური ენის კონკურსი

ბრიტანეთის საბჭო და საგანმანათლებლო სააგენტო ELL იწვევს სტუდენტებს ინგლისური ენის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, რომლის გამარჯვებულიც დიდ ბრიტანეთში ორკვირიან სასწავლო კურსზე გაემგზავრება.

კონკურსის შედეგად სტუდენტებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა მიიღონ ბრიტანეთის საბჭოს მიერ დამოწმებული Aptis სერტიფიკატი და მოიგონ შესანიშნავი პრიზები:

• I ადგილი - ორკვირიანი სასწავლო კურსი დიდ ბრიტანეთში - M.L.S International College. კურსზე წასვლას უზრუნველყოფს ჩვენი პარტნიორი, საგანმანათლებლო სააგენტო ELL

• II ადგილი - iPhone 7

• III ადგილი - ლეპტოპი

კონკურსის ყველა მონაწილე დაჯილდოვდება Aptis ტესტის სერტიფიკატით, რომელიც ასახავს:

• სერტიფიკატის მფლობელის ინგლისური ენის ცოდნის დონეს, მისადაგებულს უცხო ენების ცოდნის საერთო ევროპულ ჩარჩოსთან (CEFR)
• სერტიფიკატის მფლობელის მზაობას საზღვარგარეთ სწავლის გასაგრძელებლად და გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად

კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელია:

• სტუდენტის ასაკი აღემატებოდეს 18 წელს
• სტუდენტი იყოს საქართველოს მოქალაქე
• კონკურსანტი იყოს ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან პროფესიული სასწავლებლის სტუდენტი

კონკურსში მონაწილეობის საფასური - 60 ლარი.

რეგისტრაცია მიმდინარეობს 2018 წლის 12 თებერვლიდან - 12 მარტის ჩათვლით.

სარეგისტრაციოდ და დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ბმულს: https://www.britishcouncil.ge/exam/aptis/student-competition

საკონტაქტო პირი:
Rusudan Bakhtadze | Examinations Manager
British Council | 34 Rustaveli Av.| Tbilisi 0108, Georgia
T+ 995 32 2 250407ext. 126 | BCTN 82801261
ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
www.britishcouncil.ge

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.