კლინიკური მედიცინის დეპარტამენტი

კლინიკური მედიცინის დეპარტამენტი ფაკულტეტის არსებობის დღიდან ემსახურება უმაღლესი სამედიცინო საგანამანათლებლო პროგრამების აკადემიურ უზრუნველყოფას. დეპარტამენტში არსებობს პათოლოგიის, შინაგანი მედიცინის, ქირურგიისა და გინეკოლოგიის, მიმართულებები, ასევე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და პრეკლინიკური დისციპლინების ინგლისურენოვანი სწავლების მიმართულებები.
კლინიკური მედიცინის დეპარტამენტის კოორდინატორია მედიცინის დოქტორი, ასოც. პროფ. თამარ ვალიშვილი, აღნიშნულ მიმართულებებში პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა: 2 ემერიტუსი, 6 პროფესორი, 10 ასოცირებული პროფესორი, 6 ასისტენტ პროფესორი. გარდა ამისა, კლინიკური საგნების სწავლებაში აქტიურად არიან ჩართული დარგის წამყვანი სპეციალისტები ქალაქის ჰოსპიტალური სექტორდან.
დეპარტამენტის მიზანია მოამზადოს შესაბამისი აკადემიური ხარისხის მქონე სპეციალისტი, რომელსაც ექნება საბაზისო სამედიცინო მეცნიერებების საფუძვლიანი ცოდნა და სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებებში მუშაობისათვის საჭირო ზოგად–კლინიკური უნარ-ჩვევები, ასევე მორალური ღირებულებებისა და ეთიკური პრინციპების სამედიცინო პრაქტიკაში გამოყენებისა და დაცვის უნარი.
სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობების კურსის (პრეკლინიკური ციკლი) პარალელურად, რომელიც უნივერსიტეტში ხორციელდება, მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები კლინიკური ციკლის სასწავლო კურსებს ეუფლებიან თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ, მრავალპროფილიან კლინიკებში ( სამედიცინო კორპორაცია „ევექსის“ ტრენინგ ცენტრი, დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრი, ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალი, წმ. ნიკოლოზის ქირურგიული და ონკოლოგიური ცენტრი, შპს „ბომონდი“, №3 სამშობიარო სახლი, შპს „რეგიონალური სისხლის ბანკი “, შპს ცაგარეიშვილის სამედიცინო ცენტრი, საოჯახო მედიცინის ცენტრი, ქუთაისის №3 ბავშვთა პოლიკლინიკა).
კლინიკური უნარ-ჩვევების ათვისების მიზნით ფაკულტეტზე შექმნილია თანამედროვე მულიაჟებით აღჭურვილი სიმულაციური ცენტრი, სადაც მიმდინარეობს სტუდენტისთვის ბაზისური კლინიკური უნარ-ჩვევების, მანიპულაციების ჩატარების ტექნიკის სწავლების უზრუნველყოფა მანეკენებსა და სიმულატორებზე კლინიკური შემთხვევების განხილვის პროცესში.

მ.ბეშკენაძე-ჩაკვეტაძე.pdf
# სახელი და გვარი აკადემიური თანამდებობა CV
1 შავლაყაძე ნანა პროფესორი
2 ხაჭაპურიძე დარეჯანი პროფესორი
3 ჩაკვეტაძე ბორისი პროფესორი
4 ნურალიძე კახა პროფესორი
5 შელია გულნარა პროფესორი
6 ჩხობაძე გუგული პროფესორი
7 ფხაკაძე ირინე ასოცირებული პროფესორი
8 ვალიშვილი თამარი ასოცირებული პროფესორი
9 ცაგარეიშვილი კონსტანტინე ასოცირებული პროფესორი
10 გაბუნია გიორგი ასოცირებული პროფესორი
11 ნადირაძე თეიმურაზ ასოცირებული პროფესორი
12 მენაბდე დავითი ასოცირებული პროფესორი
13 ერემეიშვილი მერაბი ასოცირებული პროფესორი
14 ჩაკვეტაძე-ბეშკენაძე მაია ასოცირებული პროფესორი
15 უკლება ქეთევანი ასოცირებული პროფესორი
16 გრძელიძე თაისა ასოცირებული პროფესორი
17 ტყეშელაშვილი თინათინი ასისტენტ პროფესორი
18 კოსტავა მაია ასისტენტ პროფესორი
19 ფერცულიანი ბონდო ასისტენტ პროფესორი
20 სიმონიძე ვასილი ასისტენტ პროფესორი
21 ჯაფარიძე ნინო ასისტენტ პროფესორი
22 ჩიხლაძე მანანა ასისტენტ პროფესორი
23 გვეტაძე ლაგი ემერიტუსი
24 ღიბრაძე ომარი ემერიტუსი
25 გამყრელიძე სოფიო მედ.დოქტორი, ხელშეკრულებით
26 ლობჟანიძე ნანა მედ.დოქტორი, ხელშეკრულებით
27 ლალიაშვილი ლალი ხელშეკრულებით
28 ალფაიძე გოჩა ხელშეკრულებით

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.