გაცნობითი კვირის შეხვედრების ფარგლებში ყველაზე ღია შეხვედრა მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტებსა და უფროსკურსელებს შორის გაიმართა

კლინიკური პრაქტიკა რიზეს რეჯეპ ტაიპ ერდოღანის საუნივერსიტეტო კლინიკაში მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტთათვის ერთ-ერთი წარმატებული პროექტია, რომლის მონაწილეებმა პირველკურსელებს გაუზიარეს თურქეთის თანამედროვე მულტიპროფილურ კლინიკაში მიღებული გამოცდილება, მათთვის მომზადებული პრეზენტაციის სახით გადმოცეს ის სასიამოვნო ემოციები, რაც ზაფხულის პრაქტიკას თან ახლდა.

განსაკუთრებულად ცოცხალი იყო პირველკურსელთა აუდიტორია ავსტრიაში მოღვაწე ქართველ ექიმთან ირმა კვიცარიძესთან შეხვედრის დროს, მათ თვალი გადაავლეს წარმატებული პროფესიონალის მიერ განვლილ გზას ქუთაისის №7 საშუალო სკოლიდან ინსბრუკის საუნივერსიტეტო კლინიკის რადიაციული თერაპიისა და რადიოონკოლოგიის ცენტრის უფროსი ექიმის პოზიციამდე, ახალგაზრდებმა ამომწურავი პასუხები მიიღეს სხვადასხვა ტიპის შეკითხვებზე. მსგავსი შევედრები ხელს შეუწყობს პირველკურსელთა ინტეგრაციას საუნივერსიტეტო გარემოში და ნაყოფიერი იქნება მათი კარიერული განვითარებისა და შემეცნებითი აქტივობების მხარდაჭერის მიზნით.

fShare
0

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.