მედიცინის ფაკულტეტის წარმომადგენლები საერთაშორისო კონფერენციაზე

ეროვნული ფარმაცევტული უნივერსიტეტის მიწვევით (ხარკოვი, უკრაინა) აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში იყვნენ მედიცინის ფაკულტეტის ფარმაციის სპეციალობის ასოცირებული პროფესორები ნინო აბულაძე და ქეთევანი გაბუნია, დოქტორანტი ნათია ჩუბინიძე სამუშაო ვიზიტით, ასევე კონფერენციაში და ოლიმპიადაში მონაწილების მისაღებად და გამოცდილების გასაზიარებლად 2019 წლის 13-14 მარტს იმყოფებოდნენ ხარკოვში.
16 მარტს დელეგაცია დაბრუნდა ქუთაისში, გამოცდილებითა და შთაბეჭდილებებით.

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.