ღია კარის დღე მედიცინის ფაკულტეტზე

3 მაისს 15 საათზე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი ატარებს ღია კარის დღეს. დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ საგანმანათლებლო პროგრამებს, რომლებსაც ახორციელებს აღნიშნული ფაკულტეტი.

ღია კარის დღის ფარგლებში სპეციალურად აბიტურიენტებისათვის ჩატარდება workshop „პირველადი სამედიცინო დახმარება“, სტუმრები დაათვალიერებენ კლინიკური უნარების ცენტრს, მათ შეკითხვებს უპასუხებენ ფაკულტეტის დეკანი და პროგრამის ხელმძღვანელები. მომავალი მედიკოსები დაესწრებიან სტუდენტთა საჯაროლექციებს საინტერესო თემებზე: ეპილეფსია-მითი და რეალობა, წითელა და იმუნიზაცია, გრიპის ვირუსი, ვიტამინები და ჯანსაღი კვება, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები და ბოლოს, სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ შეხვდნენ ქართველ და უცხოელ სტუდენტებს და გაიზიარონ მათი გამოცდილება.

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.