ERASMUS + Credit Mobility საერთაშორისო მობილობის პროექტი ჩესტერის უნივერსიტეტში

განათლების ინტერნაციონალიზაცია აწსუ მედიცინის ფაკულტეტის განვითარების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მედიცინის ფაკულტეტის წარმომადგენლები ERASMUS + Credit Mobility საერთაშორისო მობილობის პროექტის ფარგლებში იმყოფებოდნენ ჩესტერის უნივერსიტეტში (ბრიტანეთი).

აღნიშნული პროექტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები ჩესტერის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, მედიცინის ფაკულტეტის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ფაკულტეტის დეკანებთან, ხარისხის დეპარტამენტის მენეჯერთან, სტუდენტური მხარდაჭერის სერვისებისა და სტუდენტთა უსაფრთხოების მენეჯერთან, შინაგანი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, პროგრამების ხელმძღვანელებთან, აკადემიურ პერსონალთან, დოქტორანტებთან, კურსდამთავრებულთან. შეხვედრების ფარგლებში ყურადღება დაეთმო ბრიტანეთში არსებული სამედიცინო განათლების თავისებურებების განხილვას, შედარებებს ქართულ საგანმანათლებლო სისტემასთან, გარე და შიდა შეფასების მექანიზმების,პროგრამების აკრედიტაციისა და იმპლემენტაციის გაცნობას, გაზიარებულ იქნა სტრუქტურული ერთეულების გამოცდილება, განსაკუთრებით, უცხოელი სტუდენტების, სოციალურად დაუცველი, სტუდენტების საჭიროებებზე მორგებული სერვისების შემუშავებისა და დახმარების ტიპების, ინდივიდუალური მოქნილი სასწავლო გრაფიკებისა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის მექანიზმების შესახებ. განსაკუთრებით ღირებული და მნიშვნელოვანი იყო შეხვედრები უნივერსიტეტში მიმდინარე კვლევების შესახებ. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებისათვის განხორციელდა ვიზიტები: კლინიკური უნარების ცენტრში, ბიო–სამედიცინო კვლევით ლაბორატორიებში, ბიბლიოთეკაში, ჩესტერის უნივერსიტეტის სამეცნიერო პარკში, ჩატარდა სემინარები და ლექციები სოციოლოგია–ფსიქოლოგია–ფსიქიატრია; ეპიდემიოლოგია და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით. ERASMUS + Credit Mobility საერთაშორისო მობილობის პროექტის ფარგლებში აწსუ მედიცინის ფაკულტეტის სამაგისტრო და მედიცინის ერთსაფეხურიანი პროგრამის 5 სტუდენტს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ გაცვლითი პროგრამით ჩესტერის უნივერსიტეტში (ბრიტანეთი) 6 თვის ვადით, კვლევის წარმოების შესაძლებლობით.

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.