აწსუ პროფესორის კიდევ ერთ საერთაშორისო აღიარება!

11 დეკემბერს ლიონში, საფრანგეთში ჩატარდა ალერგიის მსოფლიო ორგანიზაციის (World Allergy Organization-WAO) გენერალური ასამბლეა, რომელზედაც იქნა არჩეული ალერგიის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებული კომიტეტის ახალი შემადგენლობა, პრეზიდენტი, გენერალური მდივანი და დირექტორატი (2020-2024).

ალერგიის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებული კომიტეტის წევრად და ორგანიზაციის ერთ-ერთ დირექტორად არჩეულ იქნა საქართველოს ალერგოლოგიის და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაციის გენერალური მდივანი, აკაკი წერეთელის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ასოც. პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ალერგოლოგიის, ასთმის და კლინიკური იმუნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე მანანა ჩიხლაძე.
მედიცინის ფაკულტეტის ადმინისტრაცია და აკადემიური პერსონალი ულოცავს ქალბატონ მანანას წარმატებას და კიდევ ერთ საერთაშორისო აღიარებას!

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.